პრობლემა ბოტანიკურ ბაღში.
Zugdidi Daily
ბოტანიკური ბაღი - ადგილი, სადაც მის რესტავრაციამდე თუ რესტავრაციის შემდეგ უამრავი მოქალაქე იყრის თავს. გრილი, სასიამოვნო და სუფთა ჰაერი სუფევს ამ ტერიტორიაზე, მითუმეტეს მაშინ, როდესაც მთელ ქალაქში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს და ქალაქში სუფთა ჰაერის დეფიციტია.
ამ იდილეას კი ერთადერთი რამ არღვევს, ის სუნი, რომელიც ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზეა. მიზეზი კი ყოფილი პოლიტექნიკური კოლეჯის საპირფარეშოა, რომელიც გაუსაძლისი სუნით უფუჭებს გუნება-განწყობას ბაღში შემოსულ დამსვენებლებს. გაუსაძლისია ამ სუნში ცხოვრება პოლიტექნიკური კოლეჯის შენობაში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთათვის.
საპირფარეშო არ ფუნქციონირებს, მარტივადაა შესაძლებელი მისი ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიიდან აღება და ამ პრობლემის მოგვარება. ამ წვრილმანი დეტალის გამო ნამდვილად არ ღირს ადგილობრივთა საამაყო ბოტანიკური ბაღის იმიჯის გაფუჭება.
#ზუგდიდი #ბოტანიკურიბაღი #რესტავრაცია #კოლეჯი #პრობლემა #zugdididaily