სამეგრელოში მცხოვრები ქალებისა და ბავშვების ფსიქოლოგიური მხარდაჭერა Covid 19-ის პირობებში

Zugdidi Daily

ფონდმა “აფხაზეთმა” განახორციელა პროექტი სახელწოდებით - “ქალებისა და ბავშვების ფსიქოლოგიური დახმარება Covid 19-ის პირობებში”. პროექტი ბრიტანეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა. პროექტის ფარგლებში 50-მდე ქალბატონი გაეცნო ფსიქიკურ პრობლემებთან გამკლავების ტექნიკებს, რის შესახებ ინფორმაციაც მათ ფონდის მიერ მოწვეულმა სოცალურმა მუშაკებმა და ფსიქოლოგებმა გააცნეს. პროექტის ორგანიზატორების თქმით, სახელმწიფოს მიერ პანდემიის პრევენციის მიზნით გატარებულმა ღინისძიებებმა, განსაკუთრებით კი საკარანტინო რეჟიმმა, დიდი გავლენა იქონია დედების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, რომელთაც ორმაგი ძალისხმევის გამოვლენა უხდებოდათ საყოფაცხოვრებო სირთულეების გამკლავებისას. ორგანიზატორების თქმით, პროექტისთვის შეირჩა ადვილად მოწყვლადი ჯგუფის წევრი ქალბატონები, რომლებსაც შფოთვასთან და სტრესთან გამკლავების მეთოდები გაუზიარეს. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #შფოთვა #ფსიქოლოგია # zugdididaily