კახეთში დაკარგულ მოხუცს ეძებენ
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
პოლიცია და მაშველები ეძებენ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბნიდან დაკარგულ 89 წლის მამაკაცს. სოფლის მცხოვრებთა ინფორმაციით, მოხუცი სახლიდან სამი დღის წინ გავიდა და აღარ დაბრუნებულა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, საძიებო სამუშაოებში პოლიციასთან ერთად ჩართულია 23 მეხანძრე-მაშველი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე - თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30771187.html
#ახალი_ამბები
#twitter