სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლების მოთხოვნების გადახედვა ამ ეტაპზე ვერ მოხდება - მთავრობა

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური გუნდი ვიცე-პრემიერმაია ცქიტიშვილისხელმძღვანელობითმოლებისა და სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა. ბიზნესის წარმომადგენლების მოთხოვნა ყოველ დღე, შაბათ-კვირის ჩათვლით მუშაობა, ქონებრივ გადასახადზე შეღავათები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა და „კომენდანტის საათის' გადაწევა იყო. ვიცე-პრემიერის განცხადებით, სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლების მხრიდან დაყენებული მოთხოვნების დაკმაყოფილება ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით ამ ეტაპზე ვერ მოხდება. 'შეხვედრის თემა იყო თუ როგორ უნდა იფუნქციონირონ სავაჭრო ცენტრებმა, რომ არ დავუშვათ ინფექციის სწრაფი გავრცელება. შევთანხმდით იმაზე, რომ შესაძლებელია ოპერირების წესებში არსებული შეზღუდვების ნაწილის შემსუბუქება, მაგალითად როგორც იცით საახალწლო პერიოდში არ იყო დაშვებული საქონლის გადაცვლა, რაც 1 თებერვლიდან შესაძლებელია, შესაძლებელი იქნება გასახდელებისფუნქციონირება, ისევე როგორც გადაიხედება 1 კვადრატულ მეტრზე ადამიანთა დაშვებული რაოდენობა. რაც შეეხება შაბათ-კვირის შეზღუდვას, გადაადგილების შეზღუდვას და კომენდანტის საათს, ჩვენ ავხსენით მაქსიმალურად ამ გადაწყვეტილებების ლოგიკა და შესაბამისად მგონი ამ თვალსაზრისითაც არსებობს იმის აღქმა, რომ გახსნა უნდა იყოს ეტაპობრივი, ფრთხილი და თუ მობილობას ვზრდით უნდა დავაკომპენსიროთ შესაბამისად გარკვეული შეზღუდვებით ამ ეტაპზე. თუმცა როგორც საზოგადეობას, ასევე ბიზნესს ვეუბნებით, რომ თუ დადებითობისმაჩვენებელი კვირის განმავლობაში შემცირდება 4%-მდე ჩვენ შევძლებთ უფრო სწრაფად და მეტად თამამი გადაწყვეტილებების მიღებას. ჩვენი გადაწყვეტილებები ეფუძნება ეპიდემიოლოგიური ფონის დეტალურ ანალიზს და ამიტომ ამ გადაწყვეტილებების გადახედვა, ამ ეტაპზე არ არის შესაძლებელი და შესაბამისად ამაზე არც გვისაუბრია'-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ბიზნესის მხრიდან წამოსულ წინადადებებზეშემდეგ პერიოდში კიდევ ერთხელ ისაუბრებენ, როდესაც დადებითობის მაჩვენებლი დაიკლებს. ''ჩვენ დღესავხსენით თუ რა არის სახელმწიფოს მიდგომა, ჩვენ უნდა გადავდგათ უფრო მეტი პოზიტიური ნაბიჯი გახსნისკენ და ამ გადაწყვეტიელბას უნდა ქონდესნაკლები რისკები. ვინაიდან შემდეგში არ მოხდეს უკურეაქცია და არ ვისაუბროთ ახალ ჩაკეტვებზე. ვიცით ეს ჩაკეტვები რა მძიმეა ეკონომიკისთვის და აისახება ჩვენი მოქალაქეების ფინანსურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე. სხვადასხვა ქვეყნების პრაქტიკას ვითვალისწინებთ, მნიშვნელოვანია, რომ კვირაში ორი დღ იყოს ჩაკეტვები. ამ ეტაპზე ამაზე შევთანხმდით, შემდეგ პერიოდში კი ამ საკითხზე კიდევ ერთხელ ვისაუბრებთ, როდესაც დადებითობის მაჩვენებლი დაიკლებს. ეპიდვითარებიდან გამომდინარე კვირის შვიდი დღიდან, შაბათ-კვირას მობილობა უნდა დაეცეს. კვირის დღეებში სრული ლოქდაუნიიქნება'' - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. ნათია თურნავას განცხადებით, ეტაპობრიობადაფრთხილი ნაბიჯები არის იმის გარანტია, რომ ერთი თვის თავზე არ მოგვიწევს ისევ რომელიმე სფერო, მაღაზიის ბაზრობის ჩაკეტვა. ''წინასაახალწლო დღეებში ჩვენ დავაკვირდით, სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებმა გამოიჩინეს მაღალი პასუხიმგებლობა და კარგად ჩააბარეს ეს გამოცდა. მეორე გარემოება არის ის, რომ ვაჭრობა წარმოადგენს ადამიანის პირველად საჭიროებას. აქედან გამომდინარე ეს ბიზნესი ჩამონათვალში პირველია. გვინდა ვიყოთ მაქსმალისტები და ბიზნეს სურს ყველაფერი ერთბაშად გაიხსნას, მაგრამ ჩვენ ამის გაკეთების შესაძლებლობას მოკლებულები ვართ. ეტაპობრიობა და ფრთხილი ნაბიჯები არის იმის გარანტია, რომ ერთი თვის თავზე არ მოგვიწევს ისევ რომელიმე სფერო, მაღაზიის ბაზრობის ჩაკეტვა. ჩვენი მხრიდან იქნება დამატებით დახმარება იმაში, რომ გასახდელები იმუშავებს და სქონლის უკან დაბრუნების რეჟიმი შემსუბუქდება და მოიხსნება,ნორმალურ რიტმში გადავა ვაჭრობა. შაბათ-კვირის შეზღუდვა კი მაინც დარჩება ძალაში. საგადასახადო შეღავათებთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობითლაპარაკი არ არის.მოსახლეობაში მოთხოვნა დიდი, ამიტომ თებერვალიც იქნება ძალიან ცოცხალი თვე ვაჭრობისთის, შემოსავლიანი და დარწმუნებული ვართ ეს ინდუსტრია მალე აღდგება'' - განაცხადა ნათია თურნავამ.