საქართველოში კორონავირუსით კიდევ 37 ადამიანი გარდაიცვალა

Pirveliradio Ge

საქართველოში კორონავირუსით 37 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 636-ს შეადგენს. დღეს კორონავირუსით ინფიცირების 3 473 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 342 პაციენტი და მათი საერთო რაოდენობა 55 511-ს შეადგენს. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 73 154 შემთხვევაა გამოვლენილი.