საქართველოს მთავრობაში ახალი წევრია

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად დანიშნა თეა ახვლედიანი. „მინდა მას მივულოცო ეს საპასუხისმგებლო თანამდებობა. ის ყოველთვის იყო ჩვენი გუნდის სრულფასოვანი წევრი, მაგრამ უკვე იჯდება ამ მრგვალ მაგიდასთან“, - განაცხადა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე. დღემდე თეა ახვლედიანი იყო ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, მანამდე კი - საქართველოს ელჩი ესტონეთში. სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე თეა ახვლედიანმა შეცვალა ქეთევან ციხელაშვილი, რომელიც ავსტრიაში საქართველოს ელჩად დაინიშნა.   https://www.radiotavisupleba.ge/a/30769060.html #ახალი_ამბები #twitter