მცირეწლოვანთან სექსუალური ხასიათის დანაშაული გაუპატიურებად უნდა მიიჩნეოდეს - ნინო წილოსანი
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წარმომადგენელმა ნინო წილოსანმა შს მინისტრს ვახტანგ გომელაურს მოუწოდა პირადად გააკონტროლოს სექსუალური ხასიათის დანაშაულთა გამოძიება და სავარაუდო დამნაშავეთა სათანადო დასჯა.
ამგვრად დეპუტატმა მინისტრს, პარლამენტში მიმართა, როდესაც მინისტრის საათის ფორმატის ფარგლებში ვახტანგ გომელაური გამოდიოდა სიტყვით.
„გუშინაც გახმაურდა, რომ დააკავეს სავარაუდო დამნაშავე, რომელიც 11-12 წლის გოგონას სისტემატურად აუპატიურებდა და დიახ, არ შემეშინდება ამ ტერმინის გამოყენების, მიხედავად იმისა, რომ საქმე სხვა მუხლით არის აღძრული, არ შეიძლება ეს გაუპატიურების აქტი არ იყოს, როდეასც 50 წლის კაცი 11 წლის ბავშვთან ამყარებს სექსუალური ხასიათის ურთიერთობას და წარმოუდგენელია ეს არ იყოს მასზე ფსიქოლოგიური, ფიზიკური და მისი უმწეო მდგომარეობის კომპონეტის გამოყენების გარეშე. სულ ცოტა წნის წინ იყო ასევე 14 წლის გოგონას ტრაგიკული თვითმკვლელობის თემა, რომელიც ფაქტობრივად ორმაგი ძალადობის მსხვერპლი იყო და თითოეულ ასეთ შემთხვევაში ვუსვამთ ჩვენს თავს კითხვას რა უნდა გავაკეთოთ დამატებით, რომ ყოველი ასეთი შემთხვევის პრევენცია მოვახდინოთ,- განაცხადა ნინო წილოსანმა.
მისი თქმით, გენდერული თანასწორობის საბჭო იმუშავებს რომ "11 წლის ბავშვის მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაული, გაუპატიურებად მიიჩნეოდეს და არ იყოს გარკვეული ინტერპრეტაციის საშუალება“.
ამასთან წილოსანი დაინტერესდა როგორ მუშაობს პრაქტიკაში საკანონმდებლო ჩანაწერი სქესობრივი დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებულ პირთა რეესტრის შესახებ, რომელიც სამართალდამცველებს სისტემას ამ ადამინების კონტროლსა და მონიტორინგში ეხმარება.
უფლებადამცველი ბაია პატარაია 4 მარტს გამოეხმაურა ინფორმაციას, მამაკაცის დაკავების შესახებ, რომელსაც ბრალად ედება 16 წლამდე მიუღწეველ პირთან სექსობრივი კავშირი. "13 წლის ბავშვმა იმშობიარა! პროკურატურა კი გაუპატიურების მუხლით არ მიდის. თურმე 12 წლის ბალღს ნებაყოფლობითი სექსი შეიძლება ჰქონდეს 50 წლის კაცთან. არ გრცხვენიათ?"- დაწერა ბაია პატარაიამ ფეისუკის გვერდზე.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31135047.html
#ახალი_ამბები
#twitter