5 საჭირო რჩევა სახლის დეზინფექციისთვის

Kutaisi Daily

სახლის გენერალური დალაგება საგაზაფხულო რიტუალია, მაგრამ ახლა პირადი ჰიგიენის დაცვა განსაკუთრებით აქტუალურია. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, თუ როგორ ჩავუტაროთ სახლს დეზინფექცია და შევინარჩუნოთ სისუფთავე: 1) ხალიჩების გაწმენდა დაგჭირდებათ: 1/3 ჭიქა ძმარი 1 სუფრის კოვზი სოდა 1 სუფრის კოვზი სარეცხი ფხვნილი ზემოთ მოცემულ ინგრედიენტებს დაასხით მდუღარე წყალი. მასა კარგად უნდა აურიოთ. შემდეგ ალაგ-ალაგ მოასხით ხალიჩაზე და ჯაგრისით გაწმინდეთ. დიდი ძალის დატანა არ დაგჭირდებათ. თქვენ მიერ მომზადებული საწმენდი საშუალება თავის საქმეს ძალდატანების გარეშე აკეთებს. ნელთბილ წყალში ჩაასხით ძმარი და მტვერსასრუტით გაწმენდილ ხალიჩაზე მოავლეთ, შემდეგ ნელ-ნელა ხელის ჩოთქით გაწმინდეთ. ასე ხალიჩა ძველებურ ბზინვარებას დაიბრუნებს. 2 ) ნიჟარები სოდის, ლიმონისა და მარილის ნაზავით გაწმინდეთ. თუ შხაპის ყურმილს რამდენიმე საათით ძმრიან თასში მოათავსებთ მარტივად გაიწმინდება და გაპრიალდება. ცხიმიანი ლაქები კედლებზე წაუსვით. ცარცი და დატოვეთ რამდენიმე საათი. 3) ხის კარადები კარადების გასაწმენდად ქაღალდის ხელსახოცზე ზეთის რამდენიმე წვეთი დააწვეთეთ და წაუსვით. 4) მაცივარი დაგჭირდებათ: ძმარი ნახევარი ლიმონი სოდა ეს ყველაფერი კარგად აურიეთ და გახსენით წყალში, შემდეგ მოათავსეთ სპრეის თავსახურიან ბოთლში და მოაპკურეთ მთელ მაცივარში. რამდენიმე საათის შემდეგ კი უბრალოდ გაწმინდეთ. თუ ლაქები კვლავ დარჩება, კბილისპასტა გამოიყენეთ. 5 ) ფანჯრები ცარცისა და კბილის პასტის ნარევი გახსენით წყალში და ფრთხილად წაუსვით მინებზე. შემდეგ გაზეთით ან რბილი ქსოვილით გააპრიალეთ. #რჩევები #დეზინფექცია #კორონავირუსი #სახლი #kutaisidaily