მნიშვნელოვანია სოციალური დისტანციის დაცვა დ კარგი განწყობის შენარჩუნება - ლევან რატიანი

Tbilisi Daily

კორონავირუსი მოსახდელი დაავადებაა და შემთხვევების 80%-ში კლინიკური გამოვლინება შესაძლოა, საერთოდ არ იყოს - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა. მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია სოციალური დისტანციის დაცვა დ კარგი განწყობის შენარჩუნება, რადგან იმუნური სისტემის სტაბილურობა ნევროლოგიურ სტატუსზეა დამოკიდებული. „მოსახდელი დაავადება იმას ნიშნავს, როცა ინფექციას მივიღებთ, შესაძლოა, დაავადება 80%-ში არ გვქონდეს და ისე მოვიხადოთ. 17%-ში დაავადება საშუალო და მსუბუქი ფორმით მიდის, 3%-ში კრიტიკული ფორმით. როცა დაავადებას მივიღებთ, შეიძლება ისე მოვიხადოთ, კლინიკა საერთოდ არ გამოვლინდეს, მაგრამ თუ გამოვლინდა, რა თქმა უნდა, მოსახდელია. იმუნიტეტი ორი სახის არსებობს - ადამიანის ორგანიზმში სწრაფი ანტისხეულების გამომუშავების და მოგვიანებით გამომუშავების. დღე და ღამე არ მძინავს, იმხელა პასუხისმგებლობა მაქვს ამ ადამიანების წინაშე აღებული. ბევრი სტატია წავიკითხე და ვნახე, რომ ანტისხეულები, რომელიც სწრაფად უნდა სინთეზირდებოდეს ორგანიზმში, სავარაუდოდ, დაავადების მანიფესტაციას ასწრებს და ამიტომაც მიდის ჩვენთან შემთხვევები მეტნაკლებად მსუბუქად. ღმერთმა ქნას და იქნებ გადაგვარჩინოს ბცჟ ვაქცინაციამ. უნდა გადავრჩეთ. აუცილებელია მხოლოდ სოციალური დისტანცია და რაც შეიძლება, კარგი განწყობა, ვინაიდან იმუნური სისტემის სტაბილურობა ნევროლოგიურ სტატუსზეა დამოკიდებული“, - განაცხადა რატიანმა. #კორონავირუსი #ლევანრატიანი #იმუნურისისტემა #დისტანცია #tbilisidialy