Რას ფიქრობს პაატა იმნაძე რუსული კოვიდვაქცინის შემოტანაზე

Tbilisi Daily

დაავვადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე ქვეყანაში რუსული ვაქცინის შემოტანას ეხმაურება. როგორც პაატა იმანძე ამბობს, თუ რუსულ ვაქცინას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია დაუშვებს, ეს შესაძლებელი იქნება. ამის შესახებ იმნაძემ „ღამის კურიერში“ საუბრისას განაცხადა. „თუ ის იქნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული რატომაც არა, მაგრამ რამდენადაც მე ვიცი, ჯერჯერობით, ამაზე ლაპარაკი არაა, თუ იქნება აღიარებული, ისმის კითხვა, რატომ არა, მაგრამ მანამდე სხვებიარიგში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაც​იაში, „ასტრაზენეკას“ ვაქცინა, მშვენიერი ვაქცინაა ჩინური „სინოვაკი“, ისაა ყველაზე მეტად გამოყენებული, მილიონზე მეტი ადამიანია აცრილი“,- განაცხადა პაატა იმნაძემ.