პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კარანტინი გამოცხადდა
Mediamall
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კარანტინი გამოცხადდა.
ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა დაუდასტურა. მისი თქმით, კლინიკა კარანტინის რეჟიმში მუშაობს.
არსებული ინფორმაციით, კარანტინის გამოცხადების მიზეზი ერთ-ერთი ექიმი-გინეკოლოგის კორონავირუსით დაინფიცირება გახდა.