ნაწლავის ჩხირის (Escherichia coli) ეპიდემია "მაკდონალდსის" როიალ ჩიზბურგერთანაა (Quarter Pounder) დაკავშირებული 🍔
✦ როგორც აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები (CDC) იტყობინებიან, ეპიდემიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ათობით სხვა კი დაავადდა.
ჯანდაცვის სააგენტოს ცნობით, ვირუსი, რომელმაც გავრცელება სექტემბრის ბოლოს დაიწყო, დასავლეთის 10 შტატში გავრცელდა და 49 შემთხვევიდან უმეტესობა კოლორადოსა და ნებრასკაში ფიქსირდება.
ათი ადამიანია ჰოსპიტალიზირებული, მათ შორის ერთი ბავშვი ჰემოლიზური ურემიული სინდრომით - დაავადება, რომლის დროსაც თირკმელების სისხლძარღვები ზიანდებიან.
» ,,კოლორადოში ერთი ხანდაზმული ადამიანი გარდაიცვალა", - ნათქვამია CDC-ის განცხადებაში.
ყველა დაავადებული ადამიანი დაინფიცირებული იყო ნაწლავის ჩხირის ერთი და იგივე შტამით.
თითოეულმა თქვა, რომ სიმპტომების გამოვლენამდე, "მაკდონალდსში" ჰქონდათ საკვები მიღებული, ერთ-ერთმა კი ხაზი გაუსვა როიალ ჩიზბურგერს.
მიუხედავად იმისა, რომ გამომძიებლებს ჯერ არ დაუდგენიათ ზუსტი ინგრედიენტი, რამაც გამოიწვია ეპიდემიის გავრცელება, მათ ყურადღება გაამახვილეს თხლად დაჭრილ ხახვსა და საქონლის ხორცით დამზადებულ ღვეზელებზე, რომელთაგან ორივე ამოღებულია აღნიშნული შტატების რესტორნებიდან, რათა მოხდეს გამოძიება.
ეპიდემია დაფიქსირებული შტატების რესტორნებიდან ასევე ამოღებულია როიალ ჩიზბურგერები.
CDC-მ რეკომენდაციის სახით თქვა, რომ ვინც მიირთვა აღნიშნული ჩიზბურგერი და განუვითარდა ნაწლავის ჩხირით მოწამვლის სიმპტომები, როგორიცაა დიარეა, სიცხე 38.9 გრადუს ცელსიუსამდე და ღებინება, უნდა მიმართონ სამედიცინო ცენტრებს.
მომზადებულია Agence France-Presse-ს მიხედვით.