მოგესალმებით , მართალია ბოლო ბლოგის შემდგომ კი გამიგრძელდა პერიოდი, მაგრამ ამ მძიმე მომენტში რაც უკრაინაში ხდება მაინც გადავწყვიტე, რომ შემოგთავაზოთ ჩემი მორიგი ბლოგი. ამ ბლოგში კიდევ ერთხელ გამოვხატავ სოლიდარობას და მხარდაწერას უკრაინის ხალხის მიმართ <3 მშვიდობას ვუსურვებ . არა ომს.
დღეს გაზაფხულის პირველი დღე არის უკვე, გაზაფხული ჩემთვის ასოცირდება ბუნების სილამაზესთან. მინდა ამ ბლოგში უბრალოდ მოკლედ გაგიზიაროთ ჩემთვის ყველაზე საყვარელი ადგილები თბილისში . კომენტარების ველში ველი თქვენს გამოხამურებას, თუ თქვენთვის თბილისში რომელი ადგილებს გამოარჩევდით <3 .
პირველი ჩემი გამორჩეული ადგილი გახლავთ ძველი თბილისი <3 . ეს ადგილი იმიტომ მომწონს, რომ თვითონ ეს ადგილი გამოირჩევა თავისებური სილამაზით და არქიტექტურული შენობების სილამაზით, ძველი თბილისის ქუჩებში სეირნობა ჩემთვის ერთგვარი სიამოვნება არის და ასევე არის ჩემთვის განტვირთვის ყველაზე კარგი საშუალება.
შემდგოში გამოვყოფდი ბოტანიკურ ბაღს <3 , მთაწმინდა, ნარიყალა.
რაც შეეხება ქუჩებს უშუალოდ გამოვარჩევდი პეკინის ქუჩას, რადგან ამ ქუჩაზე ძალიან ბევრ საინტერესო მაღაზიები არის და ცხოვრებაც აქტიურ რეჟიმში არის ხოლმე <3
მოკლედ თბილისში მართლაც ძალიან ბევრი ადგილი არის ჩემთვის გამორჩეული დავამატებდი: ვაკე-საბურთალოს ტერიტორიას, ვერის ბაღი, ვაკის პარკი, ლისის ტბა, კუს ტბა, წყნეთი .