10 იანვარი

14
მერვე დღე🌙🌙🌙 მეორე ფაზა🌙🌙 მზარდი მთვარე.

10 იანვარს დაბადებულები

10 იანვარს დაბადებულები გულწრფელი, კეთილი, გამბედავი და დამოუკიდებელი ადამიანები არიან. ისინი ისახავენ მიზანს და ამ მიზნის მისაღწევად უკან არ იხევენ. ინტუიცია ნებისმიერ საქმეში ეხმარებათ, შესაძლო მოვლენების წინასწარ განჭვრეტის უნარი ხანდახან წარმატების ძაფის შენარჩუნებასა და მარცხის თავიდან აცილებაში ეხმარება. არიან შრომისმოყვარენი, ახლობლებისა და მეგობრების მხარდაჭერას ყოველთვის პოულობენ და კარიერაში დასახულ მიზნებს ყოველთვის აღწევენ. მათი მუშაობის შედეგები შთამბეჭდავია, ამიტომ მათი წარმატება და კეთილდღეობა კანონზომიერია. სჯობს ოჯახს ადრეულ ასაკში არ მოეკიდონ, ქორწინება მტკიცე და ბედნიერი, ჰარმონიული მხოლოდ მოწიფულობაში იქნება.
10 იანვარს დაბადებულებს გამოუსწორებელ რეალისტებს უწოდებენ, რომლებიც ერთი წუთითაც კი არ მოჰყვებიან გადაუმოწმებელი ან ეფემერული ოცნებების ქვეშ. ყოველთვის გონივრული არიან, ფხიზლად აზროვნებენ და სამომავლო მოქმედებებს მიღებული პროგნოზების შესატყვისად გეგმავენ. არ სჩვევიათ ყალბი ოპტიმიზმი და მით უფრო - ოცნებები. შეფასებებში ყოველთვის ობიექტური არიან. რაც არ უნდა მგრძნობიარენი იყვნენ, 10 იანვარს დაბადებულები ამ თვისებას უკანა პლანზე გადაწევენ, რომ ამან მათ გეგმებს არ შეუშალოს ხელი. ხანდახან ამ ადამიანების უკომპრომისობა შეფასებებში საოცარი სიმკაცრით გვაოცებს. რეალობის შელამაზება და შემკობა - ეს მათი თვისება არ არის. მშრალი ფაქტები მათი გადმოცემით ასეთივე მშრალ ფაქტებად რჩება. ამიტომ ხშირია მათ მიმართ საყვედურები არადიპლომატიური ქცევისა და სიჯიუტის გამო, თუმცა ტყუილსა და არაპატიოსნებაში მათი დადანაშაულება ნამდვილად არ შეიძლება.

10 იანვარს დაბადებულები :

იაპონელი მწერალი ოძაკო კიო.
ქართველი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე არჩილ ჯორჯაძე.
 მისი ცნობილი ფრაზაა:  
“ადამიანი განუყოფელი არსებაა და თუ ხორცი იტანჯება, სულიც დაღვრემილია.”
ცნობილი დირიჟორი ჯანსუღ კახიძე.                                
ჯ.კახიძის სადირიჟორო ჯოხი დაცულია იტალიის ქალაქ ბუსეტოს ვერდის მუზეუმში არტურო ტოსკანინის ჯოხთან ერთად.

მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს:                          

სვიმეონ მირონმდინარეს ხსენების დღეს. ღირსი სვიმეონ მირონმდინარე ათონზე მოღვაწეობდა და მკაცრი, ასკეტური ცხოვრებით სასწაულთქმედების ნიჭი მოიგო. მან დააარსა ახალი ბეთლემის სავანე, რომელსაც ამჟამად სვიმონ-პეტრეს მონასტერს უწოდებენ. წმიდანმა ღრმა მოხუცებულობამდე იცხოვრა და 1287 წელს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. ნეტარის წმიდა ნაწილებიდან მირონი გადმოედინებოდა.

დღის საკითხავი:

„მათ (ადამიანებს) არაფერი ესმით ცხოვრების,  ისე ცხოვრობენ. თითქოს განზრახული ჰქონდეთ სამუდამოდ იცოცხლონ…ისე ცხოვრობენ, თითქოს სიკვდილი არც კი არსებობდეს. გმირებივით კი არ იქცევიან, არამედ-მევახშეებივით, სირაქლემებივით იმალებიან და ისეთ პოზებს იღებენ, იფიქრებთ უკვდავების საიდუმლოს ფლობენო“.

რემარკი

შოკოლადის ჩიზქეიქი:

შავი ორცხობილა - 280 გრამი, კარაქი - 80 გრამი, არაჟანი - 500 გრამი, შავი შოკოლადი - 100 გრამი, თაფლი - 3 სუფრის კოვზი, ჟელატინი - 15 გრამი, ვანილი წყალი(ჟელატინის დასალბობად) - 30 მილილიტრი

მომზადების წესები:        

ჩოფერში ჩავყაროთ ორცხობილა და დავაქუცმაცოთ. გავადნოთ კარაქი და დავასხათ ორცხობილას, დავატრიალოთ ჩოფერი კიდევ ერთხელ.დაქუცმაცებული ორცხობილა ჩავპრესოთ 16 სმ-იან დიამეტრის ფორმაში (ფორმას გვერდები უნდა ეხსნებოდეს). შევდოთ მაცივარში და გავაჩეროთ 30 წუთი.  დავადნოთ ორთქლზე შოკოლადი და დავასხათ არაჟანს. დავაყაროთ ცოტაოდენი ვანილი, დავასხათ თაფლი და კარგად მოვურიოთ. ცხელ წყალში გავხსნათ ჟელატინი კარგად და დავასხათ არაჟნისა და შოკოლადის მასას.მაცივრიდან გამოვიღოთ ფორმა და ჩავასხათ მიღებული მასა. გადავაფაროთ ფორმას ვაკუუმი და გავაჩეროთ მაცივარში მთელი ღამით. დილით გამოვიღოთ, მოვაცრათ კაკაო და მოვაყაროთ შოკოლადის ნამტვრევები.
გემრიელად მიირთვით 🍰🍰🍰🧁🧁🧁

ბედნიერი კვირის დასაწყისი!!! 💖💖💖

14