10 მარტს, კულტურის სახლში ქორეოგრაფ გურგენ სამუშიას საიუბილეო საღამო გაიმართება

4
10 მარტს, 18:00 საათზე, ა(ა)იპ. წალენჯიხის კულტურის ცენტრის - ჯვარის კულტურის სახლში გაიმართება საქართველოს ქორეოგრაფიის ამაგდარის, საქართველოს ხელოვნების ბრწყინვალების და ქართული ხალხური ქორეოგრაფიის რაინდის ორდენების კავალერიის, საამაყო ჯვარელის, ქორეოგრაფ გურგენ სამუშიას დაბადების 73 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო.
ღონისძიებაში მონაწილეობენ:   ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრთან არსებული რეზო ბულიას სახელობის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი "ჩელა";
ქ. ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან არსებული ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი "მტრედები";
ქ. ჯვარის კულტურის სახლთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი "სამა".
დასწრება თავისუფალია 
(R)
4