10 ოქტომბერს, სახალხო დღესასწაული წალენჯიხა - ტერენტობა გაიმართება

3
10 ოქტომბერს, სახალხო დღესასწაული წალენჯიხა - ტერენტობა გაიმართება
პროგრამის ფარგლებში, წალენჯიხაში სხვადასხვა ღონისძიება ჩატარდება.
პროგრამის კოორდინირებულად წარმართვასთან დაკავშირებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ კულტურის სამსახურისა და ა(ა)იპ კულტურის ცენტრის თანამშრომლებთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც იმსჯელეს ღონისძიებების განრიგზე და განსახორციელებელ გეგმებზე.
ღონისძიებების ფარგლებში, გაიმართება ტერენტის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი, სტუმრების მიღება მუზეუმში;
ტერენტის ძეგლის გვირგვინით შემკობა; მოეწყობა ადგილობრივ მეწარმეთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა; ხალხური რეწვისა და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა; ღია ცის ქვეშ კონცერტი; დოკუმენტური ფილმი „სხვა მანტია აცვია მას!“-ჩვენება და სხვა სახის ღონისძიებები.
3