სასკოლო დრამა, ალბათ ყველა ადამიანისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ჟანრია, ნოსტალგიური, მარტივი და საინტერესო. ისეთი, რთული დღის შემდეგ, დაღლილი, რომ მოდიხარ სახლში და ზუსტად იმდენი დრო და ენერგია გაქვს, რამდენიც ასეთი ფილმის ყურებას სჭირდება.
ბევრ მათგანს ემოციურადაც ვეჯაჭვებით, გვახსენდება ამ ფილმს პირველად რომ ვუყურეთ, რა ემოციები განვიცადეთ, რომელ პერსონაჟზე გავგიჟდით ან რომელი შეგვძულდა, ნახვის შემდეგ შთაბეჭდილებები პირველად ვის გავუზიარეთ და ა.შ.
შეიძლება სასკოლო დრამებს დიდი კინემატოგრაფიული აღიარება არ დაუმსახურებიათ თუმცა, მათი გამოჩენა ეკრანზე, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის სიამოვნების მომგვრელია.
გთავაზოვთ ყველა დროის საუკეთესო "High School" ფილმებს:
Easy A (2010)
Dead Poets Society (1989)
Dazed and Confused (1993)
10 Things I Hate About You (1999)
Election (1999)
Fast Times at Ridgemont High (1982)
Ferris Bueller’s Day Off (1986)
Mean Girls (2004)
Clueless (1995)
The Breakfast Club (1985)