დამაჯერებელი იქნება თუ ვიტყვით, რომ თეატი თანამედროვე საზოგადოებაში ახალიდან დაიბადა. ახლებური ინტერესი გამოიწვია ახალგაზრდებში, იგივენაირად ჩაითრია და მონუსხა, როგორც უწინ.
როგორც წესი, თეატრში შესული და იქიდან გამოსული ადამიანი ორი სხვადასხვა პიროვნებაა. პირველი სულისკვეთებით, პერფომანსის, სიამოვნების, ესთეტიკის ნახვის მოლოდინშია, მეორე კი ცხოვრების საჭირ ბოროტო საკითხებზე, ღრმად ჩაფიქრებული.
ამის მიუხედავად, სამყარო ხანდახან გვაკარგინებს სურვილს, რომ რაღაც ძალიან ავთენტური, რეალური და გრძნობით სავსე, ჩვენ წინ, ჩვენივე გადაწყვეტილებით მოვაქციოთ. გარემოებები, ჭამს ამ სახეში "შემოფეთებულ" სიმართლეს და სხვა ეკრანული პროექტებით ძალიან წარმატებით ანაცვლებს.
მაგრამ დამეთანხმებით, რომ ეს ჯადოსნური ადგილი, თავისი ენთუზიაზმით სავსე ხელოვანებით თავის წილ პოპულარობას სამყაროს განვითარების არც ერთ ეტაპზე არ დაკარგავს.
გთავაზობთ ათ დადგმას, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ:
"ფიწალი დისნეი" I 8,10 მარტი
თეატრი ათონელზე
ფილიპ რიდლის პიესის პერსონაჟებს, სახლიდან გასვლის ეშინიათ. ჩარაზულ კარს მიღმა საშინელებები ელოდებათ. ბინაში გამოკეტვა კი უსაფრთხოებას ნიშნავს. ტკბილეული, წამლები და გაუთავებლად მოყოლილი ამბები მათ მშველელად ევლინება. თუმცა, შინ სამყაროს შემოჭრას დიდხანს ვერაფერი შეაჩერებს. მალე მათი ფანჯრის მიღმაც ჩაივლიან უცნაური ადამიანები, კარში შემოაბიჯებენ და მათ ძილბურანიდან გამოფხიზლებას შეეცდებიან. "ფიწალი დისნეი" აუტანელი სიჩუმით სავსე პიესაა, რომელიც თანამედროვე ადამიანის შიშებსა და ვნებებს ფერად სანახაობად აქცევს.
თანამედროვე ბრიტანელი დრამატურგის პიესა დროული აღმოჩნდა მსახიობებისთვის. მათი ინიციატივით შედგა კოლაბორაცია მხატვართან და მუსიკოსთან. მასალის ერთობლივად გააზრება და სცენაზე გადატანა გახდა ჯგუფის მიზანი. ფილიპ რიდლის პიესა ქართულ თეატრში პირველად დაიდგა.
"შავი ფრინველი" I 14-17 მარტი
თეატრი ათონელზე
რეჟისორი: გაგა გაგნიძე
სტომატოლოგიური მასალების საწარმოში მისული უცნობი ახალგაზრდა ქალი საწარმოს ერთ-ერთ თანამშრომელთან, პიტერთან, ითხოვს შეხვედრას. მოულოდნელი სტუმარი აღმოჩნდება გოგონა, რომელთანაც 15 წლის წინ, პიტერს მალული სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდა. გოგონა მაშინ არასრულწლოვანი იყო, თუმცა ამის მიუხედავად პიტერს და უნას ჰოლანდიაში გაპარვა ჰქონდათ განზრახული. მათი გეგმები გაუთვალისწინებელი შემთხვევების გამო ჩაიშალა. პიტერი დააპატიმრეს. უნას ფსიქოლოგების დახმარება დასჭირდა.
წლების შემდეგ, დევიდ ჰაროუერის პიესის გმირები ცდილობენ გაარკვიონ თუ რა მოხდა მათ შორის, რატომ დარჩა პატარა უნა უცხო ქალაქში მარტო და წარსულში დაბრუნებით გულგრილს არ ტოვებენ მაყურებელს.
მზის ხაზი I 20, 21 მარტი
თეატრი ათონელზე
რეჟისორი: გეგა გაგნიძე
გათენებამდე სამზარეულოში ჩარჩენილი ცოლ-ქმარი ოჯახურ კრიზისთან გამკლავებას ცდილობს. უკვე დიდი ხანია ისინი საერთო ენას ვერ პოულობენ და ურთიერთგაგების ყოველ მცდელობას კრახით ასრულებენ. რაშია პრობლემა? ვინ არის დამნაშავე? როგორ შეიძლება გადაილახოს კრიზისი?
პეტრა ფონ კანტის მწარე ცრემლები I 23 მარტი
ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი
რეჟისორი: დავით მღებრიშვილი
"გრძნობებით მანიპულირება. სიყვარული როგორც ავადმყოფობა. საკუთარი ვნების გალიაში მოხვედრა. რაინერ ვერნერ ფასბინდერის პიესა "პეტრა ფონ კანტის მწარე ცრემლები” 1971 წელს დაიწერა. ცნობილი ფილმი კი 1972 წელს შეიქმენა.
"არ მიყვარს, როცა მე მაწამებენ, - მიყვარს, როცა თავად ვაწამებ საკუთარ თავს" ამობდა, ფილმის რეჟისორი რაინერ ვერნერ ფასბინდერი. რეჟისორის ეს ფრაზა ყველაზე კარგად ასახავს ფილმის არსს. წამებაში, რა თქმა უნდა, სულიერი წამება და გრძნობებით მანიპულირებაა ნაგულისხმები.
მელოდრამატული ისტორია სცდება ჟანრის საზღვრებს და მძაფრი სასიყვარულო ისტორიის ფონზე, უფრო კონცეპტუალური დრამა ხდება, რომელშიც წამოწეულია ისეთი თემები, როგორც არის მარტოობა, სხვისი გრძნობებით მანიპულირება, მორჩილება, თავისულფლება."
დონ ჟუანი I 27 მარტი
თეატრი სახელოსნო 42
რეჟისორი: ლევან წულაძე
"არავინ იცის, ვინ ვარ სინამდვილეში და, რაც მთავარია, მე თვითონაც ვერ გავრკვეულვარ, ვინ ვარ", − დონ ჟუანი
ეს არის სპექტაკლი გმირის სულიერ კრიზისზე, ადამიანზე, რომელიც სიყვარულს ეძებს და ამ ძიებაში საკუთარ თავს კარგავს...
ეს არის სპექტაკლი ვნებებზე, შეცდომებზე და აქედან გამომდინარე − მძიმე სასჯელზე, ასევე, თავგადასავალზე და ამ სამყაროში სიმართლისა თუ სიყვარულის აღმოჩენისკენ სწრაფვაზე.
სხვების ცხოვრება I 28 მარტი
თავისუფალი თეატრი
რეჟისორი: ავთო ვარსიმაშვილი
ფლორიან ჰენკელ ვონ დონერსმაკის ფილმის , , სხვების ცხოვრება” სიუჟეტური ქარგის მიხედვით.
პიესის ავტორი და რეჟისორი: ავთო ვარსიმაშვილი
როლებში: მარიამ ჯოლოგუა, თამუნა ნიკოლაძე, კახა მიქიაშვილი, სლავა ნათენაძე, შაკო მირიანაშვილი, ლაშა გურგენიძე, მამუკა მუმლაძე, გიორგი ჯიქია.
მე-20 საუკუნის 80 იანი წლები. , , კგბ”-ს აგენტი იღებს დავალებას დააყენოს მოსასმენი აპარატურა ცნობილი მწერლის სახლში და აწარმოოს თვალთვალი შემდგომში მისი შანტაჟის მიზნით. მწერალს აქვს რომანი ცნობილ მსახიობთან, რომელსაც აიძულებენ თანამშრომლობას უშიშროებასთან...
მერე რა რომ, სველია სველი იასამანი I 8, 10 მარტი
თავისუფალი თეატრი
რეჟისორი: გოგი თოდაძე
ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული პიესა მე-20 საუკუნის 90-იანი წლების შესახებ ამ სპექტაკლში თქვენ შეხვდებით 90-იანი წლების დეგრადირებული მოსახლეობის ტრაგიკულ სახეებს:
"კაი ბიჭები"
უსამართლო "სამართლის დამცველები"
მეძავად ქცეული ცოლები
პატრიოტიზმით აღტკინებული ახალგაზრდა ჭაბუკები
ნარკოტიკით გაბრუებული, დაკარგული შვილები და სხვა.
ფედრა ცეცხლის ალში I 14, 15, 16 მარტი
სამეფო უბნის თეატრი
რეჟისორი: ნინო ხარატიშვილი
ფედრა, ათენის მეფის თეზევსის ცოლი, დაიღალა. დაიღალა წლების განმავლობაში საკუთარი სურვილების შენიღბვით, ხალხის სიყვარულით განებივრებული დედოფლის როლის თამაშით და შორეულ წარსულში მინოტავრის დამმარცხებელი გმირი მეუღლის ჩრდილში ყოფნით. თითქოს ადგილს ვეღარ პოულობს. მხოლოდ ქმრის დანამატ სამკაულად გრძნობს თავს. სასახლის მტკიცე გალავნითაა გარშემორტყმული და ჩიხში ექცევა. სამეფოში ახალი სარძლოს, მომხიბვლელი პერსეას გამოჩენით კი ყველაფერი თავდაყირა დგება. ფედრა თითქოს ლაბირინთში ეხვევა და ხანგრძლივი ძილის შემდეგ ფხიზლდება, უფრო და უფრო თამამდება, ახსენდება ის, რაც უკვე დიდი ხანია დაავიწყდა: საკუთარი თავი. ძალაუფლებისთვის ბრძოლით შეპყრობილი, რელიგიური და სახელმწიფო მმართველების ხელში ფედრას ბედნიერების ძიება მომაკვდინებელ იარაღად იქცევა. ბერძნული მითის თანამედროვე ინტერპრეტაციით, მწერალი, დრამატურგი და რეჟისორი ნინო ხარატიშვილი ადამიანის თავისუფლების და საზოგადოებრივი ნორმების ურთიერთკავშირების, პოლიტიკურ-რელიგიური ინტრიგების შესახებ მოგვითხრობს.
"დირიჟორი" I 9, 16, 17, 21, 26 მარტი
თეატრი სახელოსნო 42
რეჟისორი: ლევან წულაძე
1946 წელს ნიუნბერგში, ბერლინის სახელმწიფო ორკესტრის მთავარ დირიჟორს-ფურტვენგლერს ასამართლებენ.დებორა არნოლდი ცნობილი გერმანელი დირიჟორის, დოქტორ ფურტვენგლერის წარსულის გამოძიებას ცდილობს. დაკითხვის ოთახი განსხვავებული იდეოლოგიების ბრძოლის ველად იქცევა: შეიძლება თუ არა, გამიჯნო ხელოვნება და პოლიტიკა? იცხოვრო და იმუშავო მშვიდად, მას შემდეგ რაც ეშმაკს ჩამოართვი ხელი? შეუძლია მუსიკას ადამიანის სულის გათავისუფლება? რონალდ ჰარვუდის ეს დამატყვევებელი პიესა ამ და ბევრ სხვა მნიშვნელოვან შეკითხვას სვამს, თუმცა პასუხის მოსმენა მარტივი არ იქნება.
ოტელო I 13, 23, 28 მარტი
თეატრი სახელოსნო 42
რეჟისორი: ლევან წულაძე
ოტელო - სიყვარული ომის შემდეგ.
ომი არამხოლოდ სამყაროს დამანგრეველი ძალაა, არამედ ადამიანების დაშლის მდგომარეობა, ომიდან ადამიანები სახლში ბრუნდებიან, ცოცხალია მათი მეხსიერებაც. მკვლელობა დანაშაული აღარ არის, როდესაც თავად ფსიქოლოგიურად შეცვლილები ბრუნდებიან. ვნება, სიყვარული, უკეთესი მომავლის იმედი? თუ ეჭვისა და შურისძიების გზების ძიება.