მართალია, გამოკვეთილი ფემინისტი არ ვარ, თუმცა,
ვფიქრობ, ყველამ უნდა ვიცოდეთ, რამხელა ძალაუფლებას ვფლობთ ქალები. ჩვენ შეგვიძლია
განვსაზღვროთ საკუთარი არჩევანი და დიდი გავლენა ვიქონიოთ სოციალურ ცვლილებებზე. საჭიროა
შევიმეცნოთ ქალთა უფლებები და დავამსხვრიოთ ის სტერეოტიპები, რომლებიც საუკუნეების
განმავლობაში ფუძნდებოდა და ვრცელდებოდა. მაგრამ ზედმეტადაც ნუ შევიჭრებით როლში 😉
გთავაზობთ ჩემ საყვარელ ფილმებს, რომელიც მოტივაციას
მოგცემთ და თქვენს შესაძლებლობებში დაგარწმუნებთ. ეს ფილმები შეგახსენებთ, თუ რამხელა
ძალა აქვს ქალურ შარმსა და მის გამჭრიახ გონებას.