- ვაზისა და ღვინის სამშობლოდ აღიარებულ საქართველოში, საუკუნეების განმავლობაში ღვინის უნიკალური სახეობები იქმნებოდა, თითოეული მათგანი თავისი გემოთი და არომატით განსხვავებული და განუმეორებელია.
- უსახელოური - ყველაზე ძვირად ღირებული ქართული ღვინოა. უსახელოურის ჯიშის ყურძენი ცაგერის რაიონის სოფელ ოყურეშში ხარობს, ძალზე მცირე რაოდენობით მოიპოვება და მისგან უმაღლესი ხარისხის ღვინო მზადდება. ეს არის ძალიან არომატული, ნახევრადტკბილი წითელი ღვინო. ამ ღვინოზე დიდი მოთხოვნაა ევროპის ქვეყნებსა და ჩინეთში. ადგილობრივ მევენახეთა შორის, უსახელოური ცნობილია ოყურეშულის სახელწოდებითაც.

- მუსკატი
- ეს ღვინოც ძალიან მცირე რაოდენობით იწურება. მუსკატის ჯიშის ყურძენი ძირითადად კახეთში
და ქართლის რეგიონში გვხვდება - მუხრანში, ასევე - გორში და მის მიმდებარე სოფლებში.
ამ ყურძნისგან ქართველი მეღვინეები საუკეთესო ღვინოს ამზადებენ, რომელიც ძირითადად
ჩინეთში და ადგილობრივ ბაზარზე იყიდება.

- ქისი - ქვევრის ღვინოა, რომელიც ძალიან მცირე რაოდენობით მზადდება. ამ ღვინოს კახეთის რეგიონში, ახმეტის ზონაში წურავენ. ღვინო ექვსი თვის განმავლობაში ქვევრში უნდა დადუღდეს და მხოლოდ ამის შემდეგ ასხამენ ბოთლებში. ქისი ძალიან მცირე რაოდენობით მზადდება და უნიკალურია.

- ხვანჭკარა - ეს ნახევრად ტკბილი ღვინო რაჭაში გავრცელებული ალექსანდროულის და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნისგან მზადდება. ყურძნის ეს ორი ჯიში რაჭაში ყველგან ხარობს, ამიტომ, ხვანჭკარა იშვიათობას არ წარმოადგენს.

- ტვიში - თეთრი, ნახევრად ტკბილი ღვინოა, რომელიც ცოლიკოურის ჯიშის ყურძნისაგან მზადდება. მას ისტორიულად ლეჩხუმში ამზადებდნენ. არსებობს მევენახეობის სპეციფიკური ზონა „ტვიში“, რომელიც ლეჩხუმში, მდინარე რიონის მარჯვენა სანაპირო ზოლში, ზღვის დონიდან 435 მ სიმაღლეზე მდებარეობს. სხვათა შორის, ცოლიკოურის ჯიშის ყურძენი იმერეთშიც მოდის, მაგრამ ტვიშის დასამზადებლად არ გამოდგება: ღვინოს ის ნიადაგი და კლიმატი ანიჭებს უნიკალურ გემოს, სადაც მას ამზადებენ.

- ოცხანური საფერეც მცირე რაოდენობით იწურება. მას მუხის კასრებში აძველებენ და დაახლოებით 1,5 წლის შემდეგ ბოთლებში გადააქვთ. ყურძნის ეს ჯიში დასავლეთ საქართველოში, ზესტაფონისა და ბაღდათის მიმდებარე ტერიტორიაზე მოდის. მისგან საუკეთესო ხარისხის სუფრის მშრალ ღვინოს ამზადებენ.

- ახაშენი
- ნახევრად ტკბილი ღვინოა, რომელიც საფერავის ჯიშის ყურძნისაგან მზადდება. ის მოდის
ჩუმლაყში, ახაშენში და ამ სოფლებში არსებულ მიკროზონაში. მისი საექსპორტო არეალი ძირითადად
რუსეთი და ჩინეთია.

- კრახუნა - დასავლეთ საქართველოში, ზესტაფონის მიმდებარე ტერიტორიაზე მოდის უგემრიელესი ყურძენი - კრახუნა. კრახუნა ძალიან მაღალი ხარისხის ყურძენია, რომლისგანაც საუკეთესო თეთრ, მშრალ ღვინოს ამზადებენ. კრახუნას ჯიშის ყურძნისგან მაღალი ხარისხის შამპანურის და ცქრიალა ღვინის დამზადებაც შეიძლება

- ქინძმარაული - იმდენად ძვირი არ ღირს, მაგრამ ძალიან მოთხოვნადი ღვინოა. ის კახეთში, ყვარლის რაიონში დაკრეფილი ყურძნისაგან მზადდება. ეს ერთ-ერთი უნიკალური ჯიშია, მიუხედავად იმისა, რომ იშვიათი არ არის. ქინძმარაული ექსპორტზე ძირითადად ჩინეთსა და რუსეთში გადის.

- მუკუზანი - წითელი მშრალი ღვინოა, რომელსაც სოფელ მუკუზანში და მიმდებარე ტერიტორიაზე ამზადებდნენ. მუკუზანი ძალიან მაღალი ხარისხის ღვინოა, ჯერ კასრებში ძველდება და წელიწადნახევრის გასვლის შემდეგ შეიძლება მისი ბოთლებში ჩამოსხმა. ის ქართულ ღვინოებს შორის ერთ-ერთი საუკეთესოა.
#სოფლისმეურნეობა #მევენახეობა #მეღვინეობა #ციფრულისოფელი