როგორც ვიცით, ჯერემი სკოტმა იტალიური მოდის სახლის შემოქმედებითი დირექტორის ადგილი რამდენიმე თვის წინ დატოვა.
"თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბრენდის შემდეგი კოლექციები 100%-ით Moschino არ იქნება".
ამ მესიჯს ეხმიანება მოსკინოს ბოლო საკოლექციო LookBook-ი, რომელიც სამოსის პრე ჩვენებაა 2024 წლის გაზაფხულის მოდის კვირეულამდე.
გარემოებებიდან გამომდინარე, კოლექციაზე ერთი, კონკრეტული კრეატიული დირექტორი არ მუშაობს, არამედ ერთიანდება მოდის სახლის რამდენიმე დიზაინერი - მათ შორის არიან Carlyne Cerf de Dudzeele, Gabriella Karefa-Johnson, Katie Grand და Lucia Liu.
მომავალი მილანის მოდის კვირეული კიდევ უფრო განსაკუთრებულია, რადგან ბრენდი მის მე-40 დაბადების დღეს აღნიშნავს.
ჯერ-ჯერობით არ გავრცელებულა ცნობები იმის შესახებ, თუ ვინ დაიკავებს ჯერემის ადგილს ოფიციალურად, თუმცა როგორც ვხედავთ გენიალური იტალიური ბრენდი თავის მოღვაწეობას შემოქმედებითი დირექტორის გარეშეც მშვენივრად აგრძელებს.
გთავაზობთ ფოტოებს LookBook-იდან: