კრემლის მორიგი ტყუილი

0
რუსეთს მეზობლების მიმართ ტერიტორიული პრეტენზიები არ გააჩნია, - განუვცხადა დღეს ჟურნალისტებს პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა პრეზიდენტ პუტინის იმ განცხადების განმარტებისას, რომელიც “საბჭოთა კავშირის დაშლისას რუსეთის უამრავი მიწის მიტაცებას” ეხებოდა. «არა, მეზობლებთან ტერიტორიული პრეტენზიები არ გვაქვს», - განაცხადა პესკოვმა, მაგრამ მაშ რომელ ქვეყნებს გულისხმობდა პუტინი მიწების მიტაცებაზე საუბრისას – აღარ დაუკონკრეტებია. "საბჭოთა კავშირის შექმნისას მის შემადგენლობაში შესულმა ბევრმა რესპუბლიკამ მიიღო უზარმაზარი რაოდენობით რუსული მიწა და ტრადიციულად, ისტორიულად რუსული ტერიტორიები. საბჭოთა კავშირის დაშლისას ეს რესპუბლიკები უნდა გასულიყვნენ იმით, რითაც მოვიდნენ და თან არ უნდა წაეღოთ უთვალავი რაოდენობის ტრადიციულად რუსული მიწები", – აცხადებს, რუსული მედიის ინფორმაციით, პუტინი დოკუმენტურ ფილმში, რომელიც მალე ტელეარხ "Россия -1"-ზე გავა. პუტინს არ დაუკონკრეტებია, რომელ რესპუბლიკებს და მიწებს გულისხმობდა. მან მხოლოდ ის თქვა, რომ "საბჭოთა კავშირის შექმნისას ხელშეკრულებაში გაწერილი იყო გასვლის უფლება, მაგრამ არ იყო გაწერილი პროცედურები". ამასთან, მან რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმზე საუბრისას შემდეგი განაცხადა: "2014 წელს რუსეთთან ყირიმის შეერთება ნახევარკუნძულის მოსახლეობის დემოკრატიული არჩევანი იყო. ყირიმი ყოველთვის ჩვენი იყო, იურიდიული თვალსაზრისითაც კი". საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. წყარო
0