მუცო-კლდეში გამოჭედილი სოფელი!

0
მუცო სოფელი მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის თემში. მდებარეობს მდინარე არდოტის წყლის (არღუნის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში, ზღვის დონიდან 1880 მეტრზე. სოფელ შატილიდან 12-15 კილომეტრში. ხევსურეთის შემოსასვლელის ისტორიული დარაჯი და დამცველი, უძველესი დროიდან წარმოადგენდა ერთ მთლიან საფორთიფიკაციო, სათავდაცვო სისტემას. მუცოს ნასოფლარში შემავალი ძეგლებია: ბორჩაშვილების ციხე-სახლი ბროლისკალოს წმინდა გიორგის ხატი თორღვაის კოშკი თორღვაის ციხე-სახლი კოშკიანი ციხე-სახლი ჩოლოყაანთ კოშკი მუცო, ძირითადად, ორ ნაწილად იყოფა: ზემოთ უფრო ძველი შეთეკაურთ უბანია და მეორე შედარებით ახალი — დაიაურთ უბანი. მისადგომად რთულ სოფელში შენარჩუნებულია ორიგინალური არქიტექტურა. ტურისტებისა და მთამსვლელების საყვარელი ადგილი — მუცო, საქართველოს ყველაზე სავალალო მდგომარეობაში მყოფ ისტორიულ ძეგლთა სიაშია. ამჯამად მიმდინარეობს ძეგლის რესტავრაცია. მუცოში, ძირითადად, ორი გვარი სახლობდა: შეთეკაურები და დაიაურები. ლეგენდა ლეგენდის თანახმად, სოფლის მკვიდრნი მთავარანგელოზის ბროლისკალოს ხატზე ლოცულობდნენ. მუცოელები განთქმული მეომრები და მონადირეები იყვნენ და საუკუნეების განმავლობაში ხატისთვის მოძღვნილ საგანძურს იცავდნენ. გადმოცემის მიხედვით, საგანძური დღესაც მუცოს ახლოს, მაღალ მთებშია დაცული და რჩეულის მოლოდინშია.
locations
#travel
#goodplaces
0