რა არის გამოსახული ფოტოზე ?

0
1830–იან წლებში მოედნის სამხრეთ მხარეზე, იქ სადაც ადრე “ბეჟანის ქარვასლა” იდგა, ააგეს ქალაქის პოლიციის განყოფილების შენობა, პოლიცმეისტერის კანცელარიით. შენობას სახანძრო–სამეთვალყურეო დანიშნულების კოშკი ედგა. არქიტექტორ ალექსანდრ ოზეროვის მიერ შედგენილი პროექტით 1878-1879 წწ. შენობა საფუძვლიანად გადაკეთდა და გადმოვიდა “საქალაქო სახლი” (შესაბამისად, “საქალაქო სახლის” კოშკზე დამონტაჟებული საათიც გადმოიტანეს). ალექსანდრ ოზეროვის მიერ შედგენილი პროექტით 1878-1882 წწ. მას განაპირა ნაწილები მიაშენეს. დღევანდელი სახე ნაგებობას არქიტექტორმა პაულ შტერნმა შესძინა. 1882 წელს ქალაქის გამგეობამ მას დაავალა გადაეკეთებინა ორსართულიანი სახლი. შტერნმა ძველ შენობას სამსაფეხურიანი ფორმა მისცა. შენობის შუა ნაწილს მესამე სართული დაემატა და შედეგად ერთი სართულით ამაღლდა. გვერდებიდან ორ-ორ სართულიანი ფრთები მიუშენეს. სახე ეცვალა სახანძრო კოშკს. იგი ქალაქის რატუშისათვის დამახასიათებელმა ატრიბუტმა – მაღალმა საათიანმა კოშკმა შეცვალა. არქიტექტურაში აღმოსავლური ეგზიტიკის თავგამოდებულმა მომხრემ, შტერნმა გამგეობის ფასადს ეგზოტიკური მავრიტანულ სტილის ელემენტები შესძინა: სტუკოს ტექნიკით შესრულებულ სწორკუთხა ნიშებში ჩასმული შეისრული ღიობები, სტალაქტიტური ფრიზი, ფასადთა დამანაწევრებელი პილასტრების ორფერად შეღებვა და ა. შ. შენობის გვერდითა ფრთებს ზემო სართულები 1910-1914 წლებში დააშენეს, რის შემდეგაც მთელმა შენობამ დღევანდელი სახე მიიღო. 1921 წლიდან შენობაში განთავსდა სახალხო დეპუტატების თბილისის საქალაქო საბჭო. საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ – თბილისის მერია.
0