ბათუმელი კრიმინალი - “ლავასოღლი”

0
„ლავასოღლის“ სახელით ცნობილი კრიმინალის ნამდვილი სახელი და გვარი მინდია გორაძეა, წარმოშობით იგი ბათუმიდანაა. სანამ მინდია კრიმინალურ სამყაროს დაუკავშირდებოდა, იგი აქტიურად იყო დაკავებული სპორტითა და ჭადრაკით. ციხეში კრიმინალი პირველად 2006 წელს აღმოჩნდა, უკვე 2013 წლიდან მინდიას კანონიერ ქურდად მიიჩნევენ. ამის შემდეგ მან ცხოვრება უკრაინაში განაგრძო. ცოტახანში მინდია ძარცვა-დაყაჩაღებისა და კრიმინალური დაჯგუფებების მართვის ბრალდებით ოდესაში დააკავეს და 3 წლით აუკრძალეს ქვეყანაში შესვლა. რაც შეეხება საქართველოს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ კანონიერ ქურდობაში, ჯგუფურად გამოძალვის ორგანიზებასა და ძალადობის მუქარით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლაში მინდია გაასამართლა. პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, წერია რომ მინდია გორაძე, იგივე ლავასოღლი ქურდული სამყაროს სპეციალური წესების შესაბამისად მართავდა და გარკვეულ ჯგუფს სხვადასხვა დანაშაულის ჩადენის მიზნით ორგანიზებას უწევდა. პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მინდია გორაძე სამაუწყებლო კომპანია , , რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტს დაემუქრა. შემთხვევა 2015 წლის 24 თებერვალს მოხდა. ცოტა ხნის წინ "ლავასოღლი" ციხიდან გაათავისუფლეს. “ძალა ერთობაშია! მიზანი მიღწეულია ნაწილობრივ. მინდია გორაძის ექსტრადირება მოხერხდა .წუხელ გვიან ის გადაიყვანეს საემიგრაციო სამსახურში რის შემდეგ მან დატოვა საპატიმრო და თურქეთის ტერიტორია” - აცხადებს ბაკურიძე თავის სოციალურ ქსელში. კრიმინალის გათავისუფლებას ბათუმში საპროტესტო აქციები მოჰყვა, საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერი ქურდები "მასობრივი განდევნის" შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც კრიმინალი ქვეყანაში ბრუნდება.
0