ადრე და ახლა: ბათუმის ძველი ბულვარი

0
ბათუმის ბულვარი საუკუნეზე მეტია, რაც ამ ქალაქის ყველაზე მთავარი თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ობიექტია. მისი ისტორია, ჯერ კიდევ, 1881 წლიდან იწყება. როგორც ძველი ცნობებიდან ვიცით, ზღვისპირა პარკის შექმნის იდეა ბათუმის ოლქის გუბერნატორს გასჩენია. მისი მშენებლობა, თავდაპირველად, გერმანელ მებაღეს რესლერს დაევალა. მან წარმატებით დაიწყო თავისი ათწლიანი კონტრაქტის პირობების შესრულება და ბათუმში პატარა ბაღის მშენებლობას მიჰყო ხელი, თუმცა, სამწუხაროდ 1884 წელს გარდაიცვალა. მისი დაწყებული საქმე შემდეგ ფრანგმა დიდგვაროვანმა დ'ალფონსმა გადაიბარა და სწორედ, მან შესძინა ბათუმის ბულვარს საბოლოო იერსახე იმ დროს. BatumiDaily გთავაზობთ ფოტოკოლაჟს ძველი ბულვარიდან და რამდენიმე ისტორიული ფოტოთიც გაგახსენებთ, როგორი იყო ეს ადგილი კიდევ უფრო ადრე:
დღეს:
#ბათუმისბულვარი
#ბულვარი
#ისტორია
#ფოტოკოლაჟი
#batumidaily
0