ნიუკასლის ახალი მფლობელი და სატრანსფერო სიახლეები.

0
13 წლის განმავლობაში ნიუკასლის მფლობელი მაიკ ეშლი გახლდათ, რომელმაც უკვე გამოაცხადა, რომ კლუბის გაყიდვა სურს. სავარაუდოდ ნიუკასლი 400 მილიონ ევროდ გაიყიდება. ნიუკასლის შეძენის უპირობო ლიდერად კი საუდის არაბეთის პრინცს, ბინ სალმანას მოისაზრებენ. ამავდროულად, ვაკანტურია გუნდის მთავარი მწვრთნელის პოზიციაც. მედიაში უკვე გავრცელდა ინფორმაცია კანდიდატურების შესახებ ვინც შესაძლოა ნიუკასლი გაწრთვნას მწვრთნელი

რაფა ბენიტესი

რაფა ბენიტესი ამჟამად ჩინეთის ლიგაში , , დალიან პრო”-ს წვრთნის. ეს ის კლუბია, რომელშიც იანიკ კარასკო და მარეკ ჰამშიკი გამოდიან. თავისმხრივ რაფას გუნდის სტატისტიკა სახარბიელო ნამდვილად არ არის. 17 მატჩიდან მისმა გუნდმა 7 მოიგო მატჩი, 7 წააგო და 3 მატჩში კი მეტოქეებს დაუზავდა. ნიუკასლში მის მოსვლას, რაც შეეხება იგი მას უკვე წვრთნიდა, 2016-2019 წლების სეზონში. სწორედ ბენიტესის დროს დაწინაურად ნიუკასლი ჩემპიონშიპიდან პრემიელ ლიგაში. შესაბამისად იგი კარგად იცნობს გუნდს და გუნდის საფეხბურთო რესურსს!

მაურიციო პოჩეტინო

პოჩეტინო ყოველთვის გამოირჩეოდა საინტერესო და ტაქტიკურად მრავალფეროვანი თამაშით. ამ მწვრთნელმა აბსოლიტურად ყველა გუნდში დატოვა საკუთარი კვალი, დაწყებული ესპანიოლიდან დამთავრებული ტოტენჰემით. ზუსტად პოჩეტინოს დამსახურებაა ტოტენჰემის წარმატებები ბოლო სეზონებში. იგი უპირატესობას ანიჭებს გამოკვეთილ ძლიერ ფორვადებს, როგორიც იყო მაგალითად, ჰარი კეინი. იმ შემთხვევაში, თუ პრესას დავუჯერებთ პოჩეტინოს მსგავსი 9-იანის სახით ედინსონ კავანის მოუყვანენ, რაც წესით მისთვის მისაღები ვარიანტი უნდა იყოს.

სატრანსფერო ჭორები

ედინსონ კავანი

ედინსონ კავანი თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული ცხრიანი გახლავთ. იმის მიუხედავად, რომ იგი უკვე ასაკშია FootMercato-ს თქმით ნიუკასლი დაინტერესებულია 33 წლის ფორვარდის მომსახურეობით.ნიუკასლს კი კავანის გადმობირება უფასოდ შეეძლება, რადგან ამ სეზონის ბოლოს , , ელ მატადორ”-ი თავისუფალი აგენტი გახდება!ნიუკასლისთვის კავანის გადაბირებას პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რადგან ამავე პოზიციაზე მათ ყავთ ჯოელინტონი, რომელიც წინა ზაფხულს ჰოფენჰაიმიდან 40 მილიონი ფუნტ-სტერლინგად გადმოვიდა. ჯოელინტონს სჭირდება კონკურენტი, რომელიც მას მომდევნო სეზონში უკეთესად თამაშის მოტივაციას მისცემს!

კულიბალი

კულიბალი ის ფეხბურთელია, რომელიც ნიუკასლს ნამდვილად სჭირდება! 18/19 სეზონში გუნდმა გაუშვა 48 გოლი, რაც გუნდისთვის, რომელიც მომავალში მაღალი მიზნებისთვის იბრძვის ძალიან ცუდი შედეგია. კულიბალი დიდი ალბათობით მოახერხებს დაასტაბილუროს , , მაგები”-ს დაცვის ხაზი.

ნაბილ ფექირი

ნიუკასლს რეალ ბეტისის ერთ-ერთი ლიდერიც დაუკავშირეს . 26 წლის შემტევ ნახევარმცველზე ინფორმაციას , , Spanish daily AS”-ი ავრცელებს. უნივერსალი , , მაგები”-ისათვის საინტერესო ტრანსფერი იქნება, რადგან ამ ფეხბურთელს შეუძლია თანაბრად კარგად ითამაშოს, როგორც შემტევი ნახევარმცველის, ასევე თავდამსხმელის პოზიციაზე. შესაბამისად, ნიუკასლის ინტერესაც საფუძველი ნამდვილად აქვს! პ.ს. ფაქტი ერთია იმ შემთხვევაში თუ საუდის არაბეთის პრინცი ნიუკასლ იუნაიტედს შეიძენს საფეხბურთო სამყაროს კიდევ ერთი პოტენციური გრანდობის სურვილით შეპყრობილი გუნდი ეყოლება, რომელიც ამისთვის არც ფულს დაინანებს და არც მოტივაციის ნაკლებობა არ ექნება.

#სპორტი

0