შემოსავლის გარეშე დარჩენილი ხელოვნება - მარნეულელი ფოტოგრაფის მიმართვა მათვრობას

0
მარნეულში მცხოვრები ფოტოგრაფი, დურსუნ ალაგეზოვი, მეოთხე თვეა უმუშევარია. მისი ერთადერთი შემოსავალის წყარო ფოტოგრაფიაა. მუშაობის შესაძლებლობა ახლა, ფაქტობრივად, არ ეძლევა. გაუქმდა ათობით ჯავშანი და გადაიდო ღონისძიებები. როგორც დურსუნი ჩვენთან საუბარში ამბობს, მთავრობამ ქმედითი ნაბიჯები აუცილებლად უნდა გადადგას, რათა მათ რაიმე ფორმით მუშაობის შესაძლებლობა მიეცეთ. მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც კაფეებმა და რესტორნებმა მუშაობა უკვე განაახლეს. „პანდემიამ არა მარტო ჩემზე, არამედ ყველა ჩემს სფეროში მომუშავეზე იმოქმედა. გარდა ფინანსურისა, ცალკე ფსიქლოლოგიურადაც ძალიან ცუდად იმოქმედა ამ ყველაფერმა. ყველას იმედი გვქონდა, რომ 8 ივნისიდან გაიხსნებოდა რესტორნები და უკვე მუშაობას დავიწყებდით, თუმცა მერე გამოაცხადეს, რომ არ შეიძლებოდა ღონისძიებების გამართვა. როგორც მერე გავარკვიეთ, მთავრობა რომ დადის და ხსნიან პარკებს, არ იცავენ იმ 2 მეტრიან დისტანციას, არც პირბადეს იკეთებენ და რა ვიცი, ასეთი შეზღუდვა არალოგიკურია“ როგორც დურსუნი ამბობს, 16 ივნისს, თითქმის ყველა ფოტოგრაფი გაერთიანდა და უმუშევრად დარჩენა მთავრობის ადინისტრაციასთან გააპროტესტეს. მთავარი მოთხოვნა მუშაობის გარძელების საშუალების მიცემა იყო. ალაგეზოვის თქმით, მათი უმუშევრობა, გარკვეულწილად საქართვლოს ტურიზმსაც აყენებს ზიანს. "ჩვენ უფრო მოგვყავს საქართველოში ტურისტები. ზოგი ფოტოს ვიღებთ ზოგი ვიდეოს, ვტვირთავთ საიტებზე და მსოფლიოს ვაცნობთ საქართველოს. თუ ესეც შეგვიზღუდეს, ვისხდებით სახლში. ტურისტების დაახლოებით 30% საქართველოში ჩამოდიოდა იმისთვის, რომ ენახა საქართველოს სხვადასხვა კუთხეები, ჯვარი დაეწერათ ყაზბეგში, გუდაურში, კახეთში და ერთგვარი ფოტოსესია მოეწყოთ“ ღონისძიებების ჩატარების უფლებასთან დაკავშირებით, უმუშევრად დარჩენილებმა ჩაწერეს ვიდეო რგოლი, მოამზადეს პეტიცია და მთავრობის კანცელარიაში წერილი შეიტანეს. როგორც დურსუნი ამბობს, ამ დრომდე ხელისუფლების მხრიდან არავინ გამოხმაურებიათ. აღსანიშნავია, რომ ქორწილის, იუბილეს, ქელეხის და სხვა მასშტაბური ღონისძიებების გადახდის შემთხვევაში, ფიზიკური პირები 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირები 10 000 ლარით დაჯარიმდებიან. წყარო: რადიო მარნეული
#ფოტოგრაფია
#უმუშევრობა
#მარნეული
#marneulidaily
#ახალიამბები
0