როსკიპები-ძველი თბილისის ქრონიკები

0
ფქვილის მოედნიდან დაწყობილი ვიდრე აბანოებავდისინ, ქუჩების ორივე მხარეს მრავალი საროსკიპო სახლები იყო. ამ ქალებში მეტი წილი მაჰმადიანები იყო, სადაც პოლიციის მოხელენი არ იყვნენ, ეჭვი არ არის, რომ ყველა ადამიანი თავის ნანდომს იზავს, იმ დროსაც სწორეთ ისე იყო, ყოველ საღამოთი საღებავებით გაგლესილი ქუჩის აქეთ იქით გამწკრივებული ისხდნენ ხოლმე და გამვლელ კაცებს სახლში ეპატიჟებოდნენ, ხშირად კაცების ქუდებს იტაცებდნენ და სახლში გარბოდნენ. შეითან ბაზარი ანუ „ეშმაკის ბაზარი“ - ეს სახელი ზედ გამოჭრილი იყო. იმ დროს იქ თავს იყრიდნენ ჯიბგირები, ქურდები, იშკილბაზები, კარტოჟნიკები, კაცის მკვლელები, ყალბი ფულის გამსაღებლები, ქალების მომტაცებელნი, პორტმანის დამგდებელნი და ყოველგვარი საზიზღარი საქციელის პატრონები. მხოლოდ იმ უბანში იყო ესენი და თითქოს უხდებოდა კიდეც, რომ ყოველგვარი გაფუჭებული ხალხი იქ იყრიდა თავს. ქალაქის სხვა უბნებში ესენი ძალიან იშვიათად შეგხვდებოდათ, თითქმის სულ არ იყო, გარდა საროსკიპო სახლებისა, ქურდებსა და სხვა გაფუჭებულ ჭირიან ხალხს ის უბანი ყველაფრით ხელს უწყობდა. მაგალითად, ფურნები, ლავაშის დუქნები, ლუდხანები სასადილოები, სამიკიტნოები, საყომარბაზო სახლები, საჩაები და ღამითაც აბანოებში მუქთათ ანუ მცირე ფასათ თბილათ ძილი.
0