რა მდგომარეობაა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კირაჩ-მუღანლოში ?

0
დღეს, 22 ივნისს, სოფელ კირაჩ-მუღანლოში მოსახლეობას პისიარ ტესტებს უტარებენ. ამის შესახებ ინფრომაცია დაგვიდასტურა სოფლის რწმუნებულმა ეჰტირამ ალიევმა. მისი თქმით, ტესტირება სოფლის სკოლის ტერიტორიაზე ტარდება. რწმუნებულის თქმით, ტესტირება სოფელ კირჩ-მურანლოში უკვე მესამედ მიმდინარეობს. ამ დროისთვის 118 ადამიანს ჩაუტარდა კორნავირუსზე ტესტი. მეორედ ჩატარებული ტესტირებისას კი კოვიდ 19-ის ერთი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. რწმუნებულის თქმით, ინფიცირებული წითელი ხიდის სასაზღვრო გამშვები პუნქტის თანამშრომელია. მას კორონავირუსი 8 ივნისს დაუდგინდა. ამ დროისთვის ისინი გადაყვანილები არიან თბილისში, მათი ოჯახები კი თვითიზოლაციაში იმყოფებიან. სოფლის მოსახლეობა შიშობს, რომ მათ სრულ იზოლაციაში მოაქცევენ. ჩაიკეტება თუ არა სოფელი, ამის შესახებ ინფორმაცია რწმუნებულს არ აქვს.
#კირაჩმუღანლო
#კორონოვირუსი
#მარნეული
#marneulidaily
წყარო ; რადიო მარნეული
#ახალიამბები
0