დედამიწა არის ბრტყელი

0
ეს ყველაზე დაუჯერებელი ინფორმაციაა, რომელიც 21-ე საუკუნეში შეიძლება წაიკითხოთ... თუმცა, როგორც ამბობენ, ყველა აზრს აქვს არსებობის უფლება და განსაკუთრებით იმ აზრს, რომელიც თეორიის სახით არის ჩამოყალიბებული. მით უმეტეს, თუ არსებობს უახლესი ტექნოლოგიებით და ექსპერიმენტის შედეგებით მიღებული მტკიცებულება, რომლის მიხედვით, დედამიწა მართლაც ბრტყელი გამოდის დედამიწის ფორმასთან დაკავშირებით, უძველესი დროიდან მოყოლებული, უამრავი თეორია არსებობს. თუმცა, ოფიციალური მეცნიერება მხარს სფეროსებურობის თეორიას უჭერს. მაგრამ, არსებობს ალტერნატიული თეორიაც, რომლის მიხედვით, დედამიწა ბრტყელი და ოდნავ ამობურცულია, არ არესბობს გრავიტაცია და სამხ. პოლუსი (ჩვენი გაგებით), რომ ოკეანით გარშემორტყმულ ხმელეთს, ყინულის მაღალი სარტყელი აკრავს. თეორიის მიხედვით, ანტარქტიდის სანაპიროზე ყინულის დიდი ზომის ლოდებია, რომლებზეც სხვადასხვა ქვეყნის კვლევითი სადგურებია განთავსებული. უფრო ღრმად შესვლა, წყალქვეშ მოძრავი თოვლის და ყინულის გამო, შეუძლებელია. ანტარქტიდის სანაპიროდან 900 კმ-ის დაშორებით მდებარეობს ე. წ. «კრისტოფერის სარტყელი», რომლის სიგანე, სხვადასხვა ადგილზე, 400-700 კმ-ია. ამ ზონის გადალახვა სახმელეთო ტრანსპორტით შეუძლებელია (ეს თუ ასეა, 1381 კმ-ის გავლის შემდეგ, როგორ მიაღწია რუალ ამუნდსენმა სამხ. პოლუსს? რედ.), ხოლო ანტარქტიდის სიღრმეში ფრენები, საერთაშორისო სამართლით, აკრძალულია. 1959 წ. 1 დეკემბრის საერთაშორისო შეთანხმებით, ანტარქტიკის გამოყენება მხოლოდ სამეცნიერო მიზნებისთვის შეიძლება და ნებისმიერ ქვეყანას აქვს უფლება, 60°-იანი სამხ. განედის სამხრეთით (იგულისხმება სამხ. პოლუსიდან სამხრეთით) საკუთარი კვლევითი სადგური შექმნას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ანტარქტიდის შესწავლის მცდელობა და მასზე უფრო მეტის გაგების სურვილი წინა საუკუნეების გამოჩენილ მოგზაურებსაც ჰქონდათ. მაგ., ჯ. კუკი 3 წელი უვლიდა ირგვლივ ყინულის ბელტებს და ანტარქტიდის რუკის შედგენას ცდილობდა. შემდეგ როსსი სწავლობდა მას 4 წლის მანძილზე, მაგრამ ვერ დაადგინა, მატერიკი იყო თუ არა. ძველი ადამიანების წარმოდგენებმა დედამიწის ფორმის შესახებ, ჩვენს დრომდე მითების და ლეგენდების სახით მოაღწია და თითქმის ყველა მათგანში, დედამიწა ბრტყელი ან ამობურცული არის. მაგ., ძველ ინდოეთში დედამიწას ნახევარსფეროდ წარმოიდგენდნენ, რომელიც 4 სპილოზე მდებარეობდა... მათგან განსხვავებით, ვიეტნამელებისთვის დედამიწა «3 სპილოანი» იყო, ხოლო იაპონელები მიწისძვრას დრაკონს აბრალებდნენ, რომელიც მათი კუნძულების ქვემოთ ცხოვრობდა... ძველი ბაბილონელების წარმოდგენებში დედამიწას «მსოფლიო» მთის სახე ჰქონდა და ის ყველა მხრიდან წყლით იყო გარშემორტყმული. მთის დასავლეთ ფერდობზე კი ბაბილონი მდებარეობდა. ზღვას, ხმელეთის ირგვლივ, გადმობრუნებული ფინჯანის მსგავსად, ე. წ. ზეციური სამყარო ეფარა, რომელშიც ისე, როგორც დედამიწაზე, ხმელეთი, წყალი და ჰაერი იყო. ხოლო ცას, ისე როგორც დედამიწას, საზღვარი ჰქონდა. მზე გადაადგილდებოდა ცის მყარ თაღზე და მოძრაობის პერიოდში დედამიწას ათბოდა. გარესამყარო ეგვიპტელებისთვის ბრტყელ ხმელეთს წარმოადგენდა, რომლის თავზე ზეცის ღმერთი იყო. ხოლო, მისგან მარჯვნივ და მარცხნივ – მზის ღმერთის ხომალდები იყო მოთავსებული. უძველესი წერილობითი წყარო, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია, დედამიწის ყველაზე ძველი მოდელების შესახებ, ჰომეროსის (ძვ. წ. აღრ. VIII ს.) პოემებში, – «ილიადას» და «ოდისეაში» არის მოცემული. ჰომეროსისეულ ვერსიაში, დედამიწას ოდნავ ამობურცული დიდკის სახე აქვს. ხოლო ხმელეთს, ყველა მხრიდან ოკეანის წყლები აკრავს. დედამიწის თავზე სპილენძის ცის კამარაა, რომელზეც მზე, ყოველდღიურად, ალმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრაობს და დღის ბოლოს, ოკეანეში იძირება... კოსმოსიდან გადაღებული ფოტო და ვიდეო კადრების გამო, აქ მოყვენილი ფაქტები, შეიძლება, არადამაჯერებელიც იყოს... მაგრამ ბრტყელი დედამიწის თეორიის მომხრეებს ამ საკითხზეც აქვთ საკუთარი მოსაზრება და პასუხი. ისინი დედამიწის და სხვა პლანეტების სფეროსებურობას (ალ. აინშტაინი) სინათლის გამრუდების თეორიით ხსნიან, რომლის თანახმად, დიდი ზომის ობიექტს მასით, დროში და სივრცეში, სინათლის სხივების გამრუდების გამოწვევა შეუძლია და ამიტომ, ჩვენ ციურ სხეულს ისეთად ვერ აღვიქვავთ, როგორიც რეალურად არის. დედამიწის შორიდან დანახვის შანსი ყველას არ ეძლევა და ამიტომ მეცნიერებს მტკიცებულებად მთვარის მაგალითი მოჰყავთ. როგორც ამბობენ, მთვარე, რომელიც ჩვენთვის სფეროსებური ფორმის ციური სხეულია, სინამდვილეში, სფეროსებური შეიძლება არც იყოს.
0