ასი წლის დღესასწაული-1896წლის თბილისის ქუჩები!

0
1896 წელს შესრულდა ასი წელიწადი საქართველოს უკანასკნელი ომისა, რომელცი მოხდა კრწანისის ველზე, მეფე ერეკლე მეორის დროს. ეს დღესასწაული იმგვარად იყო მოწყობილი, რომ ადამიანი გაოცებული რჩებოდა. იქ იყვნენ ჩამოსული საქართველოს ყველა მამულიშვილები, არაგვის მოხევეები, კახეთის თუშები, თიანეთის მაზრის ხევსურები თავიანთის ჯაჭვ ჯავშანიანი ფარებით და ხმლებითა. ყველანი ცრემლებით რწყავდნენ იმ ველსა, რომელი ველიც როდესმე ქართველთა გმირების სისხლით მორწყმულიყო. ამ შესანიშნავ და დაუვიწყარ დღესასწაულზე სიტყვები წარმოსთქვეს და ხალხი აატირეს აკაკი წერეთელმა, რაფაელ ერისთავმა, ილია ჭავჭავაძემ, გიორგი წერეთელმა, ზაქარია ჭიჭინაძემა, ვასო აბაშიძემა, ვანო მაჩაბელმა და სხვა მრავალმა. ეს დღესასწაული ქართველ ხალხს უღვიძებდა გულში ჩამქრალ ნაპერწკალს, და ამრავლებდა სიძულვილს მაჰმადიანთა შემოსევის მეთარ ბელადის წყეულ აღამაჰმადხანისა, რომელმაც საქართველო ისე დააწიოკა და გაანადგურა, რომ მისი მგზავსი მეხი ჯერ არავის არ ახსოვდა. ეს დღესასწაული ნათლათ ხატავდა ქართველთა სიმამაცესა და სამშობლოს სიყვარულსა.
0