რა არის გამოსახული ფოტოზე?

0
თბილისის მეჩეთი – თბილისში მაჰმადიანი მოსახლეობა არაბების მიერ ქალაქის დაპყრობის შემდეგ VIII საუკუნიდან გაჩნდა. შუა საუკუნეების მანძილზე აქ რამოდენიმე მეჩეთი ააგეს. ნარიყალას ძირში, ახლანდელი ბოტანიკური ქუჩის ბოლოში, 1723-1735 წლებში ოსმალებმა, რომელთაც იმხანად თბილისი ეკავათ, ააშენეს სუნიტური მეჩეთი, რომელიც სპარსელებმა დაანგრიეს 1740 წელს. 1846-1851 წლებში მეჩეთი აღადგინეს არქიტექტორ ჯოვანი სკუდიერის პროექტით, მაგრამ XIX საუკუნის დასასრულს ისიც დაანგრიეს და მის ადგილას ახალი ააშენეს, რომელიც ამჟამად თბილისის ერთადერთი მოქმედი მეჩეთია. ნაგებობა აგურითაა ნაშენი, ნეოგოთური და ისლამური ელემენტებით შემკული, შეულესავი კედლები შეისრულთაღოვანი სარკმელებითაა დანაწევრებული. ამ მეჩეთში სალოცავად დადიან როგორც სუნიტური, ისე შიიტური მიმართულების მიმდევარი მაჰმადიანები. აგურით ნაშენი მეჩეთი დამრეც ფერდობზე დგას. მის არქიტექტურაში შერყმულია ნეოგოთური და ისლამური ელემენტები. გრძივ კედლებზე შიესრულთაღოვანი სარკმლებია. კარიბჭეზე რვაწახნაგა მინარეთია აღმართული.
0