0
?პრეცედენტული გადაწყვეტილება? ❗️ თბილისის სააპელაციო სასამართლომ, ბავშვებთან ერთი მშობლის მიერ მეორე მშობლის ნეგატიურ კონტექსტში მოხსენიება ფსიქოლოგიურ ძალადობად აღიარა❗️ ამ გადაწყვეტილების შედეგად ძალაში დარჩა შსს-ის გამომძიებლის მიერ კონკრეტული პიროვნების მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერები. მამას 30 დღით ბავშვებთან მიახლოება და მათთან ნებისმიერი სახით კომუნიკაცია აეკრძალა. ? საქმე ისაა, რომ ხშირად უგულებელყოფილია მშობლების მიერ ბავშვის საუკეთესო ინტერესები. მეუღლეთა კონფლიქტის დროს, ბავშვი ხდება ანგარიშსწორების ერთგვარი საგანი/იარაღი. კერძოდ, არის შემთხვევები, როცა ერთი მშობელი უნერგავს ბავშვს მეორე მშობლისადმი სიძულვილს და ა.შ. მსგავსი რამეები კი უარყოფითად აისახება ბავშვის ფსიქიკაზე...ისე, ბევრი ფიქრობს, რომ ჯანმრთელობის დაზიანება მხოლოდ სხეულის დაზიანებით განპირობებული შედეგია... ეს ასე არ არის!.. ფსიქიკური ტრავმაც ჯანმრთელობის დაზიანებად უნდა მოვიაზროთ. იყო პერიოდი, როცა 90-იან წლებში, სასამართლო აღმასრულებლად ვმუშაობდი. მევალებოდა სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება ქონებრივი ვალდებულებების ნაწილში, მათ შორის - ალიმენტის საქმეებზე. ბევრი , , ალიმენტშიცა” (ასეთი ტერმინით მოიხსენიებოდა ქალი, რომელმაც ყოფილ ქმარს ალიმენტის გადახდა დააკისრა) დადიოდა ჩემთან და როგორ გგონიათ, რა იყო მათი უმეტესობის მიზანი?.. სიცოცხლე უნდა გაემწარებინათ ყოფილი ქმრისთვის, მოსვენება არ უნდა მიეცათ...სასამართლოს მიერ განსაზღვრული მიზერული თანხა ნამდვილად არ აინტერესებდათ...ეს იყო მათი ქმედების უმთავრესი მიზეზი და არა ბავშვის ინტერესებზე ზრუნვა. ასე იყო ეს და ასეა ახლაც უმეტეს შემთხვევაში, დამეთანხმებით ალბათ... ხშირად მინდება ხოლმე ბავშვობაში დაბრუნება თუნდაც ერთი წუთით (ალბათ თქვენც), რადგან მართლა კარგი ბავშვობა მქონდა, მაგრამ ეს შეუძლებელია, ის დრო არასდროს არ დაბრუნდება, სამწუხაროდ, ასეა მოწყობილი ბუნება...სწორედ ამიტომაც მეფიქრება, რომ მეტი სითბო და სიყვარული უნდა მივცეთ ბავშვებს, დიახაც უნდა გავანებივროთ ისინი, ყველაფერი შევუსრულოთ...ალბათ, არ არსებობს იმაზე საშინელი გულისცემა, როგორიც აღენიშნება დედ-მამის ჩხუბის შემყურე, მაგიდის ქვეშ შეყუჟულ ბავშვს... ოჯახური კონფლიქტი ცუდი რამეა, ის შეიძლება უმნიშვნელო მიზეზით იყოს განპირობებული, ასევე - ძალიან სერიოზული საფუძვლითაც...მესმის, ძნელია ასეთ დროს განცდებში გარკვევა, გაწონასწორებულად მოქმედება, მაგრამ...მაინც მგონია, რომ ამ იწილო-ბიწილოზე მაღლა უნდა დავდგეთ... როგორც მინიმუმ - ბავშვს არ უნდა ვაგრძნობინოთ, არ უნდა დავანახოთ ე.წ. უფროსების სცენები... P.s. არ მეგონა ამდენს თუ დავწერდი...მართლა ძალიან მნიშვნელოვანია სასამართლოს ეს გადაწყვეტილება და ის სათანადოდ გააზრებას საჭიროებს საზოგადოების მხრიდან...
0