ჩანჩქერი ინწირა-პატარა წალკოტი სამეგრელოში

0
ჩანჩქერი ინწირა (ინწრა) მდებარეობს სამეგრელოში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქვალერში. ჩანჩქერი გადმოედინაება მდინარე ინწირას კანიონში. ჩანჩქერი და კანიონი ჩაფლულია ხავსებისა და ბზის კორომების წალკოტში, რომელიც მისტიურ გარემოს ქმნის. სოფლიდან ჩანჩქერისაკენ მიმავალი სამანქანო გზა სულ რაღაც 1, 6 კმ-ია, შემდეგ კი ტყეში შემავალი ბილიკით ადის ინწირას ჩანჩქერთან და მღვიმესთან. ტყეში შემავალი ბილიკი იწყება სატყეო გზით და რამდენიმე ასეული მეტრის გავლის შემდეგ მიუყვება ციცაბო ფერდობს, რომელიც საკმაოდ რთული მონაკვეთია, თუმცა ნებისმიერ ზრდასრულ ადამიანს შეუძლია მისი გავლა. ჩანჩქერთან ახლოს მდებარეობს ასევე ინწირას მღვიმე, რომელიც არანაკლებ საინტერესო სანახავია. მღვიმიდან მილით გამოყვანილია სასმელი წყალი, რომელიც მიუყვება ბილიკს მთელ სიგრძეზე, როგორც მღვიმემდე ისე ჩანჩქერამდე, რაც ერთგვარია მანიშნებელია ბუნებაში საორიენტაციოდ.
0