დანაშაული და მისი კლასიფიკაცია

0
თანამედროვე ქართულ სამართალში არსებობს დანაშაულის ჩადენის 6 სხვადასხვა შესაძლო შემთხვევა. ეს შემთხხვევებია: -მოქმედებით ჩადენილი განზრახი დამთავრებული დანაშაული -მოქმედებით ჩადენილი განზრახი დაუმთავრებელი დანაშაული -მოქმედებით ჩადენილი გაუფრთხილებლობითი დანაშაული -უმოქმედობით ჩადენილი განზრახი დამთავრებული დანაშაული -უმოქმედობით ჩადენილი განზრახი დაუმტავრებელი დანაშაული -უმოქმედობით ჩადენილი გაუფრთხილებლობითი დანაშაული დანაშაული წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებას. მოძღვრება დანაშაულზე შეისწავლის ქმედების დასჯადობის სამართლებრივ საფუძველს. დანაშაულის ზოგადი მოძღვრება განსაზღვრავს იმ ელემენტებსა და მის შემადგენელ ნიშნებს, რომლებიც საერთოა ყველა დანაშაულისთვის, რის გამოც ისინი წარმოადგენენ დანაშაულის სისტემის აგებულების ნაწილებს. რაც შეეხება დანაშაულის კატეგორიებს, კლასიფიკაცია შეიძლება მოხდეს სხვადასხვა ნიშნით. მათგან უმეტესობა არ წარმოადგენს საკანონმდებლო კლასიფიკაციას, არამედ სისხლის სამართლის დოგმატიკის განვითარების შედეგია. სიმძიმის მიხედვით დანაშაული იყოფა სამ კატეგორიად. საკითხი იმის შესახებ თუ დანაშაულის რომელ კატეგორიას მიეკუთვნება სსკ-ის კერძო ნაწილის კონკრეტული შემადგენლობა, განისაზღვრება მხოლოდ აბსტრაქტული სასჯელის მიხედვით. კონკრეტულ სასჯელს მნიშვნელობა არ აქვს. თუ ნორმა ითვალისწინებს რამდენიმე ძირითად სასჯელს ალტერნატიულად, მაშინ დანაშაულის კატეგორია განისაზღვრება იმ ყველაზე მკაცრი სასჯელის მიხედვით, რომელიც უმარლესი აბსტრაქტული სასჯელის სახით გათვალისწინებულია ამ ქმედებისთვის თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადის მიხედვით, მოქმედი კოდექსი ითვალისწინებს დანასაულის შემდეგ სამ კატეგორიას: 1.ნაკლებად მძიმე(განზრახი, გაუფრთხილებლობითი ან დანაშაული, სანქციით 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით) 2.მძიმე(განზრახი დანაშაული სანქციით 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთიტ ან გაუფრთხილებლობითი დანაშაული სანქციიტ 5 წელზე მეტი ვადით ტავისუფლების აღკვეთით) 3.განსაკუთრებით მძიმე(განზრახი დანაშაული სანქციიტ 10 წელზე მეტი ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთით) განსაკუტრებით მძიმედ იტვლება მხოლოდ განზრახი დანაშაული და არა გაუფრთხილებლობითი თუნდაც ის იტვალისწინებდეს 10 წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთას. ჩადენის ფორმის მიხედვით არსებობს დანაშაულის სამი კატეგორია: 1.შედეგგარეშე(ე.წ. ფორმალური) დელიქტი დამთავრებულად ითვლება აქტიური მოქმედების ჩადენის, ან შესაზლებელი მოქმედების შესრულების მომენტიდან, მიუხედავად შედეგის დადგომისა. 2.შედეგიანი(ე.წ. მატერიალური) დელიქტი მოითხოვს ობიექტური შედეგის დადგომას. იგი შეიძლება გამოიხატოს სამართლებრივი სიკეთის განადგურებაში(სიცოცხლის მოსპობა) ან დაზიანებაში(ჯანმრტელობის დაზიანება) ან დაცული სამართლებრივი სიკეთისთვის საფრთხის შექმნაში, რასაც მძიმე შედეგი მოჰყვა (აფეთქების შედეგად ადამიანის სიცოცხლის მოსპობა) ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ კონკრეტული, აბსტრაქტული და კონკრეტულ-აბსტრაქტული საფრთხის დელიქტები. თუ კანონი მოითხოვს კონკრეტული საფრთხის სიტუაციას, ადგილი აქვს კონკრეტულ საფრთხის დელიქტს(მაგალითად სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენება). თუ კანონი სამართლებრივი სიკეთისთვის კონკრეტული საფრთხის არსებობის დადგენას არ მოითხოვს, მაშინ სახეზეა აბსტრაქტული საფრთხის დელიქტი(მაგალითად ფრენის საერთაშორისო წესის დარღვევა). აბსტრაქტულისგან განსხვავებით კონკრეტულ-აბსტრაქტული საფრთხის დელიქტებში მოსამართლეს უწევს იმის შემოწმება კონკრეტულ შემთხვევაში საფრთხეს შეეძლო თუ არა გამოეწვია მძიმე შედეგი. წმინდა უმოქმედობით ჩადენილი დელიქტი არის ისეთი დანაშაული, რომლის ჩადენა შეიძლება მხოლოდ უმოქმედობით(დანაშაულის შეუტყობინებლობა, დაუხმარებლობა). შერეული უმოქმედობით ჩადენილია დელიქტი, რომლის შემადგენლობა სსკ-ის კერძო ნაწილში გათვალისწინებულია აქტიური მოქმედებით ჩადენილი დანაშაულისთვის, მაგრამ ამავე სემადგენლობით კვალიფიცირდება უმოქმედობაც(მაგალითად უმოქმედობით ჩადენილი მკვლელობა), თუ არსებობს სამართლებრივი გარანტის ფუნქცია უმოქმედობის დასჯადობის სხვა ორ პირობასთან 1)მოქმედების შესაძლებლობასა და2)შედეგის თავიდან აცილებადობასთან ერთად. შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით დანაშაული შეიძლება გამოიხატოს ძირითად, კვალიფიციურ და პრივილეგიურ შემადგენლობაში. ქმედების ძირითადი შემადგენლობა წარმოადგენს სისხლისსამართლებრივი უმართლობის ტიპიზირებულ ფორმას(განზრახი მკვლელობა). კვალიფიციური შემადგენლობა(განზრახი მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში) უმართლობის ხარისხს ამაღლებს, ხოლო პრივილეგიური(მკვლელობა მსხვერპლის თხოვნით)- ამცირებს. ქმედების კვალიფიკაციის დროს კვალიფიციურ და პრივილრგიურ შემადგენლობას ყოველთვის უპირატესობა აქვს ქმედების შემადგენლობასთან მიმართებით, ხოლო თუ ერთდროულად არსებობს ერთი და იმავე დანაშაულის კვალიფიციური და პრივილეგიური შემადგენლობები უპირატესობა ენიჭება პრივილეგიურ შემადგენლობას. დანაშაულის ჩადენის „ნორმალურ შემთხვევას“ წარმოადგენს ე.წ. დამთავრებული დანაშაული. ეს ის შემთხვევაა, როდესაც დანაშაულის შემადგენლობის ყველა სუბიექტური და ობიექტური ელემენტი სახეზეა. თუ შემადგენლობა მთლიანად არ არის განხორციელებული მაშინ დანაშაული არაა დამთავრებული. გაუფრთხილებლობით დანაშაულს არ აქვს დასჯადი სტადიები, ხოლო განზრახი დანაშაული გაივლის მომზადებისა და მცდელობის სტადიებს.
0