დექსამეტაზონმა კოვიდინფიცირებულებში სიკვდილიანობა შეამცირა – ყველაფერი ამ პრეპარატის შესახებ

0
ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევის პირველი შედეგების მიხედვით, პრეპარატმა „დექსამეტაზონმა“ ახალი კორონავირუსის მძიმე ფორმების მქონე ხელოვნურ ვენტილაციაზე მყოფ პაციენტებს შორის სიკვდილიანობა 1/3-ით შეამცირა. ჟანგბადდამოკიდებულებში კი ამ მაჩვენებელმა 20%-ი შეადგინა.პრეპარატი ორგანიზმში შეყვანის შემდეგ იმუნურ სისტემას „თრგუნავს“. რატომ არის ეს საჭირო – როდესაც ორგანიზმის კორონავირუსთი ინფიცირება ხდება, ადამიანის იმუნური სისტემა სასწრაფოდ აქტიურდება, რათა უცხო სხეულს შეებრძოლოს. თუმცა, ხშირად იმუნური სისტემის პასუხი იმდენად აქტიურია, რომ ბრძოლის პროცესში ის ადამიანის ჯანმრთელი უჯრედების განადგურებას იწვევს. ეს კი ყველაზე სახიფათოა. პრეპარატი „დექსამეტაზონი“ სწორედ ასეთ რეაქციას ამსუბუქებს, ანუ როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, ის იმუნურ სისტემას „თრგუნავს“. პრეპარატი მხოლოდ იმ პაციენტების სამკურნალოდაა ეფექტური, რომლებიც საავადმყოფოში სასუნთქ აპარატზე ან ჟანბადზე არიან მიერთებული. იმ ადამიანებს, ვისაც ვირუსის სუსტი სიმპტომები აქვთ, პრეპარატი ეფექტური არ არის. იმიტომ, რომ ასეთ დროს იმუნური სისტემის „დათრგუნვა“, რასაც „დექსამეტაზონი“ აკეთებს, სასარგებლო არ არის. რამდენად ეფექტურია ბრიტანელი მკვლევრების თქმით, „დექსამეტაზონს“ ხელოვნურ სუნთქვაზე მყოფი ყოველი მესამე, ხოლო ჟანგბადზე მყოფი ყოველი მეხუთე პაციენტის გადარჩენა შეუძლია. რას გულისხმობდა ბრიტანელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევა ოქსფორდის უნივერსიტეტის გუნდის მიერ ჩატარებულ კვლევის პერიოდში, 10 დღის მანძილზე 2 000 პაციენტს პრეპარატი „დექსამეტაზონი“ მისცეს. მათი შედეგები კი იმ 4 000 პაციენტის მონაცემებს შეადარეს, რომლებსაც მედიკამენტი არ მიუღიათ. შედეგებმა აჩვენა, რომ სასუნთქ აპარატზე შეერთებული პაციენტების სიკვდილიანობის რისკი 40%დან 28%-მდე შემცირდა. ხოლო იმ პაციენტების სიკვდილიანობის რისკი, რომლებსაც ჟანგბადს ხელოვნურად აწვდიდნენ 25%-დან 20%-მდე.
0