სამეგრელოში, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევში უნიკალური ტიპის სასტუმრო ფუნქციონირებს, სახელწოდებით „თომას სახლი“, რომელიც დამსვენებლებს ოთხივე სეზონზე მასპინძლობს.
„თომას სახლი“ დაახლოებით 5 წლის წინ გაიხსნა.
სასტუმრო 3 სართულიანია და ერთდროულად 20 სტუმრის მიღება შეუძლია. ის ქართული ქვისა და ნატურალური ხის კომბინაციით აშენდა და ძალიან ორიგინალური ინტერიერ-ექსტერიერი აქვს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სასტუმროს არც ერთი ნომერი ერთმანეთს არ ჰგავს. თითოეულის დიზაინი განსხვავებულია.
„თომას სახლში“ ერთი ღამის გატარება 65 ლარი ჯდება. ამ თანხაში შედის საუზმეც. სასტუმროს ტერიტორიაზე განთავსებულია: საუნა, რუსული აბანო, რესტორანი, ბარი და სხვა სივრცეებიც. „თომას სახლი“ დამსვენებლებს გართობასაც ჰპირდება და უზრუნველყოფს სამეგრელოს ტერიტორიაზე როგორც საცხენოსო, ისე სამანქანო ტურებს.