0
?Tizen OS – ოპერაციული სისტემა
#TechCloud
#TechCloudNews
#Tizen
#Samsung
მოგესალმებით .დღეს მინდა მოგიყვეთ ერთ-ერთ შედარებით ახალ ოპერაციულ სისტემაზე, რომელიც შექმნილია Samsung-ის, Intel-ისა და რამოდენიმე მსხვილი კომპანიის მიერ.ამ სისტემის სახელია TIZEN(თაიზენ-ი).მისი დამფუძნებლები მოიაზრებენ მას, როგორც Android-ის და სხვა ოპერაციული სისტემების ჩამნაცვლებლად. რა არის TIZEN ? Tizen - არის ღია ოპერაციული სისტემა*(„ღია ოპერაციულ სისტემა“-ში იგულისხმება სისტემა ღია საწყისი კოდით.ეს კოდი ღიაა რედაქტირებისთვის და მისი შეცვლა შეუძლია ნებისმიერ მომხმარებელს, რა თქმა უნდა ლიცენზიის და კანონის ფარგლებში) რომელიც დაფუძნებულია Linux-ის ბირთვზე და განკუთვნილია მოწყობილობების ფართო წრისთვის, ისეთი როგორიცაა : ·       სმარტფონები ·       პლანშეტები ·       Smart საათები ·       კომპიუტერები ·       ავტომობილების სისტემა ·       ტელევიზორები ·       საყოფაცხოვრებო ტექნიკა ·       Smart Home ·       და სხვა Tizen-ის დამფუძნებლებმა სისტემის დასახელებაში მოუყარეს 3 ფუნდამენტურ ტერმინს: 1.    Tie - დაკავშირება 2.    Rise - ზრდა 3.    Zen - მედიტაციური თვისებები ამ ოპერაციული სისტემის ისტორია ძალიან გრძელია, მაგრამ შევეცდები გაგაცნოთ მნიშვნელოვანი ფაქტები. 2011 წელს, ორმა კომპანიამ LiMo და Linux-მა აცნობეს საზოგადოებას სასიამოვნო ამბავი, ისინი გეგმავდნენ ახლაი OC(ოპერაციული სისტემის) გაშვებას, რომელიც განკუთვნილი იქნებოდა მოწყობილობების ფართო წრეზე.ამ კომპანიებთან თანამშრომლობა გადაწყვიტეს Intel და Samsung-მა, რომლებიც ადრე იყვნენ LiMo-ს სპონსორები.მოგვიანებით კომპანია LiMo-ს გადაერქვა სახელი და ის გახდა Tizen Asociation.რის შედეგადაც მას შემოურთდა კომპანიები Huawei, Fujitsu, Panasonic, KT, Sprint, SK Telecom, Orange, NTT Docomo, Vodafone და LG U+. ოპერაციული სისტემის წარდგენის შემდეგ, კომპანიამ დაიწყო ბეტა ვერსიების გამოშვება.ხოლო 2012 წელს სინათლე იხილა Tizen 1.0-მა, მისი კოდური სახელი იყო Larkspur.ამჟამად სმარტფონები Tizen-ის სისტემაზე იყიდება მხოლოდ განვითარებად ქვეყვნებში და აზიაში, მაგრამ ახლო მომავალში გეგმებშია მათი გატანა უფრო ფართო ბაზრებზე. დღესდღეობით ძირითად სამუშაოებს Tizen-ში ატარებს კომპანია Samsung-ი. იგი აქტიურად აკეთებს ინვესტიციებს ამ სისტემაში და სურს, რომ ახლო მომავალში ამ პლატფორმის განვითარებასთან ერთად ძირითადი აქცენტი Android-იდან გადაიტანოს Tizen-ისკენ.ერთ-ერთ ფაქტად შეგვიძლია მოვიყვანოთ ის, რომ სამსუნგი თავის საათებს უშვებს მხლოდო TizenOS-ზე და არა Android Wear(დღეს უკვე WearOS)-ზე, როგორც აკეთებენ ამას მისი კონკურენტები.აგრეთვე სამსუნგი აქტიურად ახერხებს Tizen-ის ინტეგრირებას ტელევიზორებში, საყოფაცხოვრებო ტექნიკაში და კიდე სხვა მრავალ მოწყობილობებში.
0