ჯანმო და USAID-ი საქართველოს სამედიცინო პერსონალის შესაძლებლობების გაძლიერებაში ეხმარებიან

0
ჯანდაცვის სამინისტრომ არსებული კრიზის მიუხედავად არ დაივიწყა სფეროში არსებული პრიორიტეტები - აღნიშნულის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა განაცხადა. სილვიუ დომენტესა და ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს შორის შეხვედრა სამინისტროში გაიმართა.
შეხვედრაზე მხარეებმა ეპიდვითარების შესახებ ისაუბრეს და ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები განიხილეს. “საქართველომ არსებულ კრიზისს ძალიან კარგად გაართვა თავი, რაც ჩვენმა რეგიონალურმა დირექტორმა ჰანს კლუგემაც აღნიშნა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კრიზისის პერიოდში მოსახლეობას არ შეეზღუდოს სამედიცინო სერვისებზე წვდომა, როგორიცაა პირველადი ჯანდაცვა, ვაქცინაცია, ტუბერკულოზის კონტროლი და ა.შ. მნიშვნელოვანია, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ აღნიშნული კრიზისის მიუხედავად არ დაივიწყა სფეროში არსებული პრიორიტეტები და ამ რთულ პერიოდშიც ძალიან აქტიურად ვმუშაობდით ამ სერვისებზე“- აღნიშნა სილვიუ დომენტემ.
#News
#Politics
#Covid19
0