Vespa-ს ახალი ძვირადღირებული სკუტერის დიზაინი სწორედ Dior-ის მონაწილეობით შეიქმნა.

0

მოდის სახლ Dior-ს და სკუტერების მწარმოებელ იტალიურ კომპანია Vespa-ს ახლა იმაზე მეტი აქვთ საერთო, ვიდრე შესაძლოა ეს ლოგიკური იყოს. გარდა იმისა, რომ ორივე ბრებდი 1946 წელს დაარსდა და ორივე მათგანი თავის ინდუსტრიაში საუკეთესო რეპუტაციით სარგებლობს, მათ ამჯერად კოლაბორაციული პროდუქტი გააერთიანებს. Vespa-ს ახალი ძვირადღირებული სკუტერის დიზაინი სწორედ Dior-ის მონაწილეობით შეიქმნა.

სკუტერის ამ მოდელზე Dior-ის წარწერა, ლოგოებია განთავსებული. გარდა ამისა, ტექსტილის დიზაინში მოდის სახლის ხელი გამოკვეთილად შესამჩნევია. ასევე აღსანიშნავია ჩაფხუტის და სათავსოს დიზაინიც, რომელიც,ორთვლიანი ტრანსპორტის ახალ, ექსკლუზიურ მოდელს მოყვება. Vespa-ს სკუტერის ეს აქსესუარები შეზღუდული რაოდენობით იწარმოება და მათი შეძენა 2021 წელს იქნება შესაძლებელი.

#მოდა #დიზაინი #მოტო #დიორი
Tbilisi
#მოდა
0