ლაგოდეხის ნაკრძალი

0
სად ვიმოგზაუროთ? რა გვაქვს სანახავი და რა აღმოვაჩინოთ? ამ ნაწილში პატარა სამოგზაურო/სალაშქრო ამბავს მოგიყვებით

ლაგოდეხის ნაკრძალი და დაცული ტერიტორიები

თუ ცოტა მოიწყინეთ და ჯერ შვებულებას ვერ იღებთ, ან უბრალოდ შაბათ-კვირის სიმწვანეში და თავგადასავლებში გატარება გსურთ, თქვენთვის ერთი ლოკაცია მაქვს;
Lagodekhi

რას ვნახავთ?

ლაგოდეხის ნაკრძალში შეგიძლიათ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი, გურგენიანის ჩანჩქერი აღმოაჩინოთ, რომლის სიმაღლეც 42 მეტრია.
ჩანჩქერამდე ძალიან ლამაზ ტყეს გაივლით, რამდენჯერმე გადალახავთ მდინარესა და პატარ-პატარა დაბრკოლებებს
ტყე სეზონის ყველა დროს ფერს იცვლის, რადგან ძირითადად ფოთლივანი ხეებით იწონებს თავს ? შესაბამისად ყოველ სეზონზე თავიდან აღმოაჩენთ ლაგოდეხის ულამაზეს ნაწილს.
წყალი მთელ ნაკრძალს მოუყვება და სანამ ახვალთ, გზად მდინარით შეგიძლიათ გაგრილება
ჩანჩქერისგან დაგუბებულ წყალში ბანაობა აკრძალულია, საკმაოდ ღრმაა და სწრაფი; ასევე არ არის რეკომენდირებული სამგზავრო ჩანთით ლაშქრობა, სჯობს მაქსიმალურად მსუბუქად იყოთ, რადგან საკმაოდ რთული გზაა ჩანჩქერამდე.

შორსაა?

სამანქანო გზიდან ჩანჩქერამდე დაახლოებით 4 კილომეტრია, საფეხმავლო ბილიკი ალაგ-ალაგ რთულდება და სჯობს მოხერხებული ფეხსაცმელი გეცვათ ?
აუცილებლად გაჰყევით ნიშნულებს ? გზიდან გადახვევა დაგკარგავთ ან უფრო მეტ დროს დაგაკარგვინებთ. საფეხმავლო ბილიკს დაახლოებით 1საათში გაივლით.

კიდევ?

გზაში კარგად დაათვალიერეთ მცენარეები, ლაგიდეხის ნაკრძალი მდიდარია ფლორითა და ფაუნით. აქ შეხვდებით უიშვიათეს მცენარეებსა და წითელ წიგნში შეყვანილ ცხოველებს. ნუ, ცხოველებს გზად ნაკლებად, უფრო რეინჯერების ქოხისკენ ფიტულებს თუ დაათვალიერებთ.

სად დავბინავდეთ? ?

ნაკრძალში შიგნით დაბანაკება ცოტა რთული ამბავია, კლდეებსა და მდინარესთან თითქმის შეუძლებელია კარვის გაშლა, ამიტომ რეინჯერები გარეთ გირჩევენ მყუდრო და უსაფრთხო ადგილს
ბედნიერი ზაფხული და დასვენება ?
#მოგზაურობა
#ბუნება
#ლაშქრობა
#ლოკაცია
#საინტერესოადგილი
#საქართველო
#დასვენება
#დასვენებისდღეები
#ჯანსაღიცხოვრება
#სადწავიდეთ
#სადდავისვენო
#ლაგოდეხი
#ნაკრძალი
#დაცულიტერიტორია
0