14 votes
1 comments
0 shares
Save
3 views
Armen Khachaturyan
Tbilisi · 1 year ago

ულამაზესი თბილისი


Armen Khachaturyan
Tbilisi · 1 year ago
Similar Posts
Gvantsa Gadelia
Tbilisi · 4 days ago
ბეტონის ჯუნგლები ( ეკოლოგია)
ბეტონის ჯუნგლები. 4,5 მილიარდი წლის წინ დედამიწაზე აპოკალიფტური სიტუაცია იყო. 100 მილიარდი წლის შემდეგ, ის გამწვანდა, თუმცა მეტეორიტების წვიმამ, ლავამ და გამყინვარებებმა სიცოცხლე მასობრივად გადააშენა. თუ მსოფლიოს პანდემიის გამოჩენით გამოწვეულ დიდ მინუსს გვერდზე გადავდებთ, ვდგავართ საკმაოდ დიდი გამოწვევის წინაშე, რომლის მიზეზი არ სახელდება მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები. გარემოს დაბინძურება ტექნოლოგიური პროგრესის შედეგია და საფრთხეს უქმის მთლიანად დედამიწის სიჯანსაღეს, ანგრევს მის ეკოსისტემას და ხელს უწყობს კლიმატურ ცვლილებებს. პასუხისმგებლობა თავიდან ბოლომდე ეკისრებათ 200 000 წლის წინ გაჩენილ არსებებს - ადამიანებს. ჩვენივე ხელით ვამცირებთ სიცოცხლის ხანგრძლივობას, რადგან მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, ჰაერის დაბინძურება წელიწადში სამი მილიონი ნაადრევი სიკვდილის გამომწვევი მიზეზია. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მთავარ წყაროდ მიიჩნევა: უმთავრესად ტოქსიკური ნივთიერებები და ტრანსპორტის გამონაბოლქვი. ჩვენი უძველესი და ულამაზესი დედაქალაქი გადაიქცა „ბეტონის ჯუნგლებად.“ როგორ არ გავიგუდოთ „ბეტონის ჯუნგლებში“?! გააქტიურებული მანქანების სიმრავლიდან გამომდინარე, ჟანგბადი საგრძნობლად შემცირდა. იმისთვის რომ დანიშნულების ადგილამდე მიაღწიო, ჩვეულებრივ ცხოვრებაში თუ დაგვჭირდებოდა 10-15 წუთი, ჩვენ ვხარჯავთ 2 საათს, რაც გვართმევს ბოლო ძალებს. ჯერ კიდევ გვაქვს ილუზია, რომ ჩვენ ვაკონტროლებთ სიტუაციას. არადა სინამდვილეში, სიტუაციას „ბეტონის ჯუნგლები“ აკონტროლებს. უსულო არსება, რომელიც აიძულებს ადამიანებს თავისი წესების შესრულებას. თბილისი პატარა, თუმცა დიდი ენერგიის მატარებელი ქალაქია. ერთი შეხედვით, ისეთი თბილია, აქ ჩამოსული სტუმარი, გულგრილი ვერასდროს რჩება. იგრძნობა სასწაული ისტორია, ამას ემატება დედაქალაქის ირგვლივ შემორჩენილი გამწვანებული გარემო, შეიგრძნობ აურას, აღიქვამ ფერებს. თუმცა ტურისტის სტატუსიდან გამოსვლას ვერ ასწრებ და ეგრვე გრძნობ სიმკაცრეს. ხეების ადგილას მყარ ცათამბრჯენებსა და ჩამწკრივებულ მაღალსართულიან სახლებს, პოლიეთილენისა და ქაღალდის პარკების სიმრავლეს, დაუმთავრებელ მანქანების რიგსა და პლასტმასის ბოთლებით აკრაჭუნებულ ასფალტს. იგრძნობა უდიდესი ქედმაღლობა და უფრო მეტი ადამიანური ამბიციები. იმისთვის რომ სიცოცხლე გაიხანგრძივო, საჭიროა დაუპირისპირდე არა მხოლოდ შენს სისუსტეებს, არამედ გამუდმებით ებრძოლო“ ბეტონის ჯუნგლებს“. ეს პატარა ქალაქი უმოწყალოა. დასავლური ტექნოლოგიების კონცეფცია ასწავლის როგორ გახდე ყველაზე ძლიერი მონადირე, როგორ დაიპყრო სიმაღლეები. ის ხომ აბიციურია და არ შეუძლია ერთ ადგილას გაჩერება. ცუდი ეკოლოგიის პირობებში, კონკურენტების ფონზე, თბილისის მოსახლეობა მაინც მიიწევს წინ მიზნისკენ. ისინი საცხოვრებლად ეკოლოგიურად სუფთა უბნებს არჩევენ. ერთიანი ძალისხმევა სასურველ ეფექტს მოიტანს. დედამიწაზე სტუმრად მოსულებმა უნდა ავიმაღლოთ შეგნება და არ დავაბინძუროთ გარემო სხვადასხვა სახის ნაგვით, რომელსაც ბუნება დიდი ხნის მაძილზე ვერ ამუშავებს. მნიშვნელოვანია გამონაბოლქვის შემცირება, ჩანაცვლება ჰიბრიდული და ელექტრო მანქანებით. ფაბრიკა-ქარხნების მიერ გამფილტრავი მექანიზმების დაყენება. თითოეული ახალი ტექნოლოგიები უნდა იყოს ერთიან მოთხოვნათა სისტემაში. ამ სისტემის უმთავრესი ამოცანა კი, ეკოლოგიური უსაფრთხოება გახდეს. ყველაზე მთავარი და საინტერესო გამოწვევა „ბეტონის ჯუნგლებისგან“ არის ერთობა, იმის მოხერხება, თუ როგორ დააბალანსო ერთად სიმწვანე და განვითარება. გახდე ეკო-მეგობრული. მასზე გამარჯვება გაძლევს თავისუფლებას. შენ მოახერხებ ქალაქზე მაღლა აფრენას, ჩაისუნთქავ ჟანგბადს, რაც აქ გაკლია, დაინახავ ნამდვილ მზეს და რაც მთავარია ძალებსაც დაზოგავ. ვისწავლოთ ერთად გარემოზე ზრუნვა, რომ მივაღწიოთ ჩვენს მიზნებს. #feedc #feedcgrant #ჯანსაღიცხოვრება #მეცნიერება #ტექნოლოგიები #ახალიამბები
Artubani
Tbilisi · 1 week ago
მოგზაურობა გალაქტიკაში
✅ულამაზესი კადრები და სანახაობა რომელსაც გთავაზობთ ციფრული ხელოვნების მუზეუმი . 🪐 მოგზაურობა გალაქტიკაში და უცხო პლანეტის მისტიური გარემო 📆 თბილისის ციფრულ სივრცეში ყოველ ორშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს თბილისი მოლი მე-3 სართული 🏷 ფასების სანახავად დააწკაპეთ ამ ლინკს: ---------------- ♻️ ყველა სახელოვნებო სტუდია ერთ პორტალზე 🎭🎨🎹🎺🥁🎸🎻 Tbilisi Digital Space - თბილისის ციფრული სივრცე#artubani #artambebi #მოდიმუზეუმში #galaxy #museum #artwork #art #მოგზაურობა #არტამბები #არტუბანი #მოდიმუზეუმში #მუზეუმები #ხელოვნება
Tbilisi Daily
Tbilisi · 5 months ago
შეუმჩნეველი სილამაზე - რა ისტორიებს მალავს ძველი თბილისის სახლები. ორშაბათი - ყოველდღიური რუტინის დასაწყისი. დღე სამსახურით, სკოლით, უნივერსიტეტით ან უბრალოდ საოჯახო საქმეებით იწყება და მთელი სამუშაო დღეები ასე გრძელდება. დილის გადარბენები: საუზმე, ყავა , ჩაი, სკოლაში არ დავაგვიანო, ლექცია არ გამიცდეს, საცობი, 5 წუთში სამსახურში უნდა ვიყო და ამ დროს მანქანის სიგნალის გაბმული ხმა, ან უბრალოდ დღეს რა ვაკეთო? მოდი ისევ დავიძინებ. საღამოც იგივე… მუდმივი, ყოველდღიური რუტინა. მაგრამ, დღეს ისეთ სოციუმში ვცხოვრობთ დასვენებისა და სამუშაო დღეები ერთმანეთში არეული გვაქვს. ზოგისთვის შაბათ-კვირაა, ორშაბათია და ა.შ… ამ დროს თბილისზე მსოფლიოს სხვადასხვა გამოცემები წერენ. ტურისტებისთვის ერთ-ერთი ლამაზი, მიმზიდველი და საოცნებო ქალაქია. განსაკუთრებით, ძველი თბილისის ქუჩები მოსწონთ, რომლებიც ათას უცნობ თუ ნაცნობ ისტორიას ინახავს. სახლებს, ჯერ კიდევ ასდით სიძველის ოხშივარი. ჩვენი პერმანენტული ცხოვრების გამო, ვერც კი ვამჩნევთ და აღვიქვამთ იმ სილამაზეს, რომელსაც ჩვენი ქალაქი ატარებს. მხოლოდ წინ ვიყურებით და მანქანებით გადატენილ ქუჩებს ვამჩნევთ. იქნებ ერთხელ გვერდითაც გავიხედოთ, გავაფართოვოთ ხედვის არეალი და ჰორიზონტს გავცდეთ. მინდა რამდენიმე ისტორია მოგიყვეთ. გაგანდოთ ამბები, რომლებსაც ძველი თბილისის ულამაზესი სახლები ინახავს. შესაძლოა ამის შესახებ ბევრმა თქვენგანმა არც კი იცოდეს. ვცდი, თქვენი გონების გიდი გავხდე და ჩემთან ერთად, ამ ულამაზეს სახლებში ვამოგზაურო. თბილისის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს, გ.ტაბიძის #18-ში მდებარე სახლი, რომელიც არამარტო სილამაზით, არამედ მისი ისტორიითაც გამოირჩევა. სახლი მე-20 საუკუნით თარიღდება. მესაკუთრეები კი სომეხი ბიზნესმენები, ძმები სეილანოვები იყვნენ. ისინი, ცნობილი არა მარტო მათი ბიზნეს საქმიანობით, არამედ ამ უნიკალური საცხოვრებელი სახლითაც გახლდათ. შიგნითა ფასადი, იმ დროს კარგად ცნობილ იტალიელ მხატვარს, ბენო ტელინგატერს მოუხატავს, რაც მაშინდელ თბილისში დიდი მოვლენა იყო. სადარბაზოს შესასვლელშივე შეხვდებით ზეთით მოხატულ მცირე ზომის პეიზაჟებს. თვალებს თუ ზემოთ მივაპყრობთ დავინახავთ მოდერნის სტილში მოხატულ ჭერს. ფასადი ბაროკოლურ ეკლექტიზმის ნიმუშს წარმოადგენს. შემდეგი გაჩერება კიბის მალები და ზედა სართულებია, რომლებზეც რევოლუციამდელი, დეკორატიული შპალერია გაკრული. სახლს, თავისი თბილისური ეზოთი, შუშაბანდებითა და დეკორაციებით, ძველი იერი იმდენად შენარჩუნებული აქვს, რომ თავი მართლაც მე-20 საკუნეში გეგონებათ. მიხვდებით, რომ დროში მოგზაურობა, ეს მხოლოდ ფენტეზის ნაწილი არაა. ძველი თბილისის ისტორიის ნაწილია მაჩაბლის #17 მდებარე სახლიც, რომელიც მიხეილ კალანტაროვს ეკუთვნოდა, პროექტის ავტორი კი არქიტექტორი, ღაზარ სარქისიანი გახლავთ. სახლს 2 მოხატული სადარბაზო აქვს. მთავარი შესასვლელი მავრულ სტილშია გაფორმებული, სტალაქტიტებით, შეისრული თაღებითა და ფერად ორნამენტებითაა მორთული. ინტერიერის დიზაინერს კიბის უჯრედებიც მსგავსად გაუფორმებია. გადავინაცვლოთ მეორე სართულზე, რომლის თაღიც მარმარილოთი მოუპირკეთებიათ. სამწუხაროდ, ზედა სართულის შუქფრანის ფერადი ვიტრაჟები დაკარგულია. ადრე, სადარბაზო მოჭიქულფილებიანი ღუმელით თბებოდა. განსაკუთრებით საინტერესოა, თუ ვისთვის აშენდა ან რეალურად ვინ ცხოვრობდა ამ სახლში? ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად, მიხეილ კალანტაროვს სახლი, თავისი მეუღლის საპატივსაცემოდ აუშენებია. მას ძალაინ ჰყვარებია ოპერა, ამიტომ ეცადნენ სახლიც ოპერის შენობისთვის დაემსგავსებინათ. თურმე, აქ საღამოები და მეჯლისები იმართებოდა. ასევე, ამბობენ, რომ აქ, კალანტაროვებთან ერთად ცხოვრობდა, ცნობილი მხატვარი ნიკო ფიროსმანი. ამ სახლის ისტორია, ამით არ სრულდება. ის ბევრ, სხვა საიდუმლოებასაც ინახავს. თავის დროზე ამ სახლში ცხოვრობდა ლავრენტი ბერიაც. გადმოცემის თანახმად, მას სარდაფში ცნობილი ინტელიგენტები ჰყავდა დატუსაღებული. ისტორიები, ძველი თბილისის სახლებზე, რომლებიც ტურისტებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა, ამით არ სრულდება. თქვენ შეგიძლიათ განაგრძოთ მოგზაურობა თქვენსავე ქალაქში და აღმოაჩინოთ ძველი ქალაქის სხვა, თქვენთვის უცნობი საიდუმლოებები. #თბილისი #tbilisi #ძველითბილისი #სახლები #ისტორია #სახლი #tbilisidaily #goodplaces
Tbilisi Daily
Tbilisi · 2 months ago
კინტო, როგორც ძველი თბილისის ერთ-ერთი სიმბოლო
„ავარ-ავარ დავდივარ, ღამე შინ არ შავდივარ, დედაჩემსა ჰგონია, სულ ქალებში დავდივარ“. ჩვენს ქვეყანაში კინტოს ხსენებაზე ადამიანებს ქეიფი, ენაკვიმატი სიტყვა-პასუხები, ცეკვა-თამაში და ელეგანტურად გამოწყობილი მამაკაცები ახსენდებათ, რომლებიც შესაშური გრაციოზულობით დაატარებდნენ თავზე შემოდგმულ ჭურჭელს, რომელზეც გასაყიდად დაწყობილი ლამაზად შეფუთულ-დასუფთავებული ხილ-ბოსტნეული თუ სხვა სანოვაგე ელაგათ. ისინი ამ პროდუქტს საოცარი მანერით ჰყიდიდნენ თბილისურ ბოჰემაზე, რომელსაც ბაზარში გასვლა, ხშირ შემთხვევაში, ზედმეტად ავალებდა. კინტოებს, მათი ენაკვიმატი სიტყვა-პასუხისა და ვაჭრული ისტატობის გამო, ხშირად ადანაშაულებდნენ უტიფრობასა და ყაჩაღობაში და ამიტომ არასდროს ენდობოდნენ, თუმცა ყოველთვის მიმართავდნენ, თუ სიცხის დროს ბაზრობაზე გასვლა ეთაკილებოდათ, ან "ნისიაზე" ყიდულობდნენ, რაც იმ დროს დანერგილი პრაქტიკა იყო. გულღია კინტოები კი თანხას მეორე დღეს აკითხავდნენ. ასევე ცნობილია, რომ ისინი ხელგაშლილად ცხოვრობდნენ და სმა-ჭამაში ატარებდნენ დროს, ამისათვის ფული, რა საკვირველია ყოველთვის ჰქონდათ და არ ენანებოდათ. ამ პატარა ამონარიდშიც კარგად ჩანს მათი მიდგომა ფულისადმი. "ამბობენ, ერთხელ ბაზარში მირზოევს ეძნელებოდა ძვირფასად თევზის ყიდვა. მაგრამ იმავე თევზისა თურმე უვაჭრელად ერთმა კინტომ იყიდა. როდესაც მირზოევი შეჰკითხებია სიძვირეზე, კინტოს უპასუხნია, „მინამ ჯიბეში მაქვს ასე ვიცხოვრებ და როცა გამომელევა, მაშინ შენსავით ვიცხოვრებო“. ცეკვა "კინტაურის" შესახებ უამრავი მითქმა-მოთქმა დადის, ამბობენ, რომ ეს ცეკვა კარგად ასახავს "კურტუმოს-მოქნეულ" და ჰომოსექსუალ კინტოებს, მაგრამ ეს შედარება ალეგორიულ-მითოლოგიური ხასიათის უფროა, რადგან როგორც ტურაშვილი იტყოდა "არც ყველა კინტოა ჰომოსექსუალი და არც ჰომოსექსუალია ყველა კინტო," ამიტომ ამის შესახებ ცალსახა მტკიცება არ არის ლოგიკური. ეს დებულება უფრო იმ ფენებიდან ამოდის, ვისაც თავის დროზე კინტოთა არსებობა, თბილისის ქუჩებში, არასწორად მიაჩნდა. იმია მიუხედავად, რომ ელიტას კინტოები არ მოსწონდა, ისინი თავის წყაროებში იუწყებიან, რომ კინტოები ყოველთვის სუფთად ჩაცმულნი და გამოწკეპილნი იყვნენ, მათი გასაყიდი პროდუქტი, ზედმიწევნით გარეცხილი იყო. სმა-ჭამა, თამაშის დროსაც კი არ გადადიოდნენ ღრეობაში და ყველაფერი წესრიგში ჰქონდათ, როგორც იმდროინდელი თბილისელები იტყოდნენ "ერგებოდა და ირგებდა" მათ მიმართ ინტერესი არა მხოლოდ პროზაიკოს თუ პოეტ მწერლებს, არამედ ფერმწერთ და მუსიკოსებსაც დიდი ჰქონდათ. კინტოების გამოსახულებას იხილავთ ისეთი მხატვრების ტილოზე, როგორიცაა, რევაზ თარხან-მოურავი, ბორის რომანოვსკი, ნიკო ფიროსმანი და სხვა მრავალი. დღემდე, სწორედ ამ ნახატებით გვექმნება წარმოდგენა იმ თბილისურ გარემოზე, რომელსაც ასე ვეტრფით და ვარომანტიზირებთ. ახლა კი შემოგთავაზებთ ფრაზებს, რომლებიც ისტორიული წყაროებიდან შემოგვრჩა და კინტოს ყოველდღიურობას ასახავდა. კინტო მღერის: „არღანჩიკო, დაუკარ, ფაიტონჩიკ, გარეკე“. კინტო თავის ოჯახსაც არ ინდობს; „ჩემი ცოლი ანანა ხან მწყალობს და ხან არა!“. კინტო სასმისს ქალის ფეხსაცმლით სვამს: „დე, ჩაჭყაპე ღვინოს კახურს, მაგ თეთრ ტუფლით სვამდეს, სცლიდეს; მას ეშხისგან ტვინი უხურს,- ანუშკაჯან, არ შეგცივდეს!“ კინტოს "ინსტიტუტმა" გასული საუკუნის 30-იან წლებამდე იარსება, შემდეგ კომუნისტებმა ისინი, სხვა წვრილვაჭრებთან ერთად გადევნეს, თუმცა მათ მიერ დატოვებული რომანტიკული ელფერის კვალი ვერ წაშალეს, სწორედ ამიტომ კინტოს ხსენების დროს, ყველას ძველი თბილისი, კონკა და აბანოთუბნის ტერიტორია გვახსენდება თავისი ულამაზესი ვერანდებით, ძველი თბილისის არქიტექტურითა და ქუჩაში მოსეირნე ელიტით. #კინტო #აბანოთუბანი #ძველითბილისი #TbilisiDaily
Headline
Tbilisi · 5 months ago
„უგემრიელესი სამზარეულოთი, საინტერესო ისტორიითაა და მომაჯადოებელი ადგილების სიუხვით, საქართველო ევროპის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულება ხდება“, - წერს ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair-ი საქართველოზე. “გასულ წელს საქართველოს 8.7 მილიონზე მეტი ტურისტი ეწვია. აქტიური ღამის ცხოვრება, ქალაქის ისტორიული ნაწილი, განსაცვიფრებელი ხედები და ზამთრის კურორტებთან სიახლოვე თბილისს ევროპის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ მიმართულებად აქცევს“, - ვკითხულობთ სტატიაში. სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ თბილისი ევროპის ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქალაქად მიიჩნევა და ადგილობრივი მოსახლეობა ტურისტების მიმართ განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობით გამოირჩევა. „უნიკალური სამზარეულო, ისტორიული ადგილები, გოგირდის აბანოები, ციხესიმაგრეები და კავკასიის ულამაზესი მთები თითოეულ სტუმარს სამშობლოში დაბრუნებისთანავე ახალი ბილეთის შეძენისა და საქართველოში კიდევ ერთხელ ჩასვლის სურვილს უტოვებს“-წერს ირლანდიური ავიაკომპანია საქართველოზე. შეგახსენებთ, Ryanair-მა თბილისიდან მილანის, ხოლო ქუთაისიდან ბოლონიისა და მარსელის მიმართულებით ავიამიმოსვლა გასული წლიდან დაიწყო. P.s. სტატია ჩვენ არ გვეკუთვნის. სტატია გამოქვეყნებულია bpn.ge-ს მიერ. #news
Tbilisi Daily
Tbilisi · 1 month ago
"დაჩექინდი შავი ზღვის მარგალიტ ქალაქში"
ევროპაში პოპულარულმა სამოგზაურო პლატფორმამ European Best Destinations ბათუმი და თბილისი ევროპაში ყველაზე უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებებს შორის დაასახელა. რეიტინგში თბილისი პირველ ადგილს იკავებს, ბათუმი კი, მეშვიდე ადგილზე მოხვდა. სტატიაში პოპულარული პორტალი ხაზს უსვამს „კოვიდ 19“-თან მიმართებაში საქართველოს მიღწევებს, თბილისსა და ბათუმს კი ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების ტოპ 10-ში ასახელებს. "დაჩექინდით შავი ზღვის მარგალიტ ქალაქში" - წერია ევროპაში ყველაზე ხშირად ვიზიტირებად ტურისტულ ვებ-გვერდზე, რომელიც მოგზაურებს სხვადასხვა ტურისტული მიმართულებების შესახებ აწვდის ინფორმაციას. "აჭარის რეგიონი მრავალფეროვნებით გამოირჩევა: ზღვა და მთები, კულტურული ძეგლები, მონასტრები, თაღოვანი ხიდები, ულამაზესი ტბები და ავთენტური სოფლები. აქ თქვენ შეიგრძნობთ ეკოტურიზმის ძალას, დააგემოვნებთ ღვინის განსხვავებულ გემოებს და თქვენთვის ჯერ კიდევ უცნობ სამზარეულოს, გახდებით გულღია მასპინძლების ოჯახის წევრი და ცამდე აზიდულ მთებში ჰპოვებთ ჰარმონიას ბუნებასთან. დაჩექინდით ევროპის ყველაზე აღმოსავლეთ წერტილში - შავი ზღვის მარგალიტ ქალაქში" - ნათქვამია სტატიაში.
Tbilisi Daily
Tbilisi · 5 months ago
მზის, ვარდებისა და სიყვარულის ქალაქი. თბილისის არც ერთ აივანზე არ ამძვრალა რომეო ჯულიეტასთვის სიყვარულის ასახსნელად, მტკვრის არც ერთ ნაპირს არ მოსდგომია იზოლდას ნავი ტრისტანის გადასარჩენად, არც ტროას ბრძოლა გამართულა პარიზისა და მშვენიერი ელენას გამო და არც რომელიმე ფანჯრიდან გამომკრთალა ოდისევსის მოლოდინით დამწუხრებული პენელოპეს სახე. ეს ყველაფერი იყო შორს, ცხრა ზღვასა და ცხრა მთას იქეთ... აქ კი იბადებოდა ლეგენდა მილიონ ვარდზე, ნიკალასა და მარგარიტაზე; ლეგენდა თბილისური სიყვარულის უმშვენიერეს ოდაზე. ზუსტად არავინ იცის გაყიდა თუ არა ფიროსმანმა დუქანი, დაცალა თუ არა ქალაქის საყვავილეები და ვარდებით დატვირთა თუ არა აქტრისასკენ მიმავალი ურმები, მაგრამ ერთი რამ ცხადია - ამ ამბავმა მეოცე საუკუნის თბილისს სიყვარულის მანიფესტი მოუმზადა და მთელი ქალაქი გამოუფხიზლებელ სასიყვარულო თრობაში გახვია. მას შემდგომ თბილისის ყველა მკვიდრი ნიკოს გრძნობის სამართალმემკვიდრედ იქცა. აქ ყველა ფიროსმანის ქუჩაზე დასახლდა და ყოველ დილით ხვდებოდა ნიკალას. ქალაქში იბადებოდა მათი მშვენიერი სიყვარულის ისტორიებიც. მეოცე საუკუნემ სახელოვნებო წრეებში შვა არაერთი გამორჩეული სახე. ბევრი მათგანი გარდა საკუთარი შემოქმედებისა, ადამიანებს სამუდამოდ ულამაზესი სისიყვარულო ამბებითაც დაამახსოვრდათ. ნატო ვაჩნაძე და ნიკოლოზ შენგელაია - კინოში ახლადმოსულმა რეჟისორმა ნიკოლოზ შენგელაიამ ნატოს ვაჩნაძეს როლი შესთავაზა, რაზეც მან თანხმობა მიიღო. გადაღებისას მათ ერთმანეთი თავდავიწყებით შეუყვარდათ, თუმცა ნატო ვაჩნაძეს ამ დროისთვის უკვე ჰყავდა მეუღლე, რაც შეყვარებულ წყვილს მუდმივად წინ ეღობებოდა. გრძნობა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ნატო დაშორდა მეუღლეს და შენგელაიაზე იქორწინა. პირველი ოჯახის დანგრევა ვაჩნაძეს თაყვანისმცებლებმა არ აპატიეს - კინოვარსკვლავს უგზავნიდნენ სალანძღავ წერილებს და არ აკლებდნენ კრიტიკას, რასაც მსახიობი მწვავედ განიცდიდა. ამ პერიოდში თბილისში იმართებოდა რუსი პოეტის ვლადიმერ მაიაკოვსკის შემოქმედებითი საღამო, სადაც ახალდაქორწინებულებიც იყვნენ დაპატიჟებული. წყვილი საღამოზე დაგვიანებით მივიდა, მაიაკოვსკიმ კი სცენაზე ასეთი სიტყვები წარმოთქვა: ,,ნატო ვაჩნაძე და ნიკოლოზ შენგელაია, ამოდით სცენაზე, მე თქვენ ახლა საჯაროდ დაგაქორწინებთ!” წყვილი შეთავაზებას დასთანხმდა. ამ ჟესტის შემდეგ საზოგადოების დამოკიდებულება ნაწილობრივ შეიცვალა, თბილისის ქუჩებში კი დიდხანს დადიოდა ლეგენდები ნატო ვაჩნაძისა და ნიკოლოზ შენგელაიას სიყვარულის შესახებ. #თბილისი #თბილისურიისტორიები #სიყვარულისისტორიები #სიყვარული #ნატო #ვაჩნაძე #ირაკლი #შენგელაია #tbilisidaily #art
Tbilisi Daily
Tbilisi · 4 months ago
„ჰარი პოტერის სკოლა“ თბილისში. მე-19 საუკუნის ბოლოს თბილისში, რამდენიმე სასწავლებელი მოქმედებდა. ამ პერიოდში ქალები და ვაჟები ცალ-ცალკე სკოლებში სწავლობდნენ. ერთ-ერთი ასეთი სასწავლო დაწესებულება „კეთილშობილ ქალთა გერმანული პანსიონი“ იყო, რომელიც 1893 წელს არქიტექტორ ალექსანდრე ოზეროვის მიერ აშენდა. დღეს ამ შენობაში „მეექვსე საავტორო სკოლა“ ფუნქციონირებს. შენობა ნეოგოთიკურ სტილშია აგებული, რის გამოც საკმაოდ მისტიკურ განწყობას ქმნის. არქიტექტურული სტილის გამო, „ჰოგვორტსის“ მოგაგონებთ, სწორედ ამიტომ ხშირად მას „ჰარი პოტერის“ სკოლასაც უწოდებენ. რამდენიმე წლის წინ პირვანდელი სახის შესანარჩუნებლად შენობას რესტავრაცია ჩაუტარდა. შენარჩუნებულია მარმარილოს კიბეები, მოაჯირები და ხის ულამაზესი კარ-ფანჯრები. თავდაპირველად შენობის მეორე სართულზე სამლოცველო იყო განთავსებული, რომელიც ლუთერანული ეკლესიის ტრადიციას აგრძელებდა. სამლოცველოს კარები დღემდე შენარჩუნებულია. სასწავლებელმა სახელი და ფუნქცია რამდენჯერმე შეიცვალა. პირველი და მეორე მსოფლიო ომის დროს მას , როგორც ლაზარეთს ისე იყენებდნენ, რის შემდეგაც ის უკვე ჯერ რუსულ ენოვან სკოლად, შემდეგ კი იურიდიულ სასწავლებლად გადაკეთდა. 2007 წლიდან იგივე შენობაში 58-ე საჯარო სკოლა, ხოლო. 2011 წლიდან კი „მეექვსე საავტორო სკოლა“ იწყებს ფუნქციონირებას. ამ შენობის ისტორია 100 წელზე მეტს ითვლის. ის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შესული. თითოეული აგური, რომლითაც შენობაა აგებული უნიკალურია და შტამპითაა დანომრილი.#თბილისი #ღირსშესანიშნაობ #სკოლა #ჰარიპოტერისსკოლა #ისტორია #შენობა #tbilisidaily #goodplaces
Mariam Chikaidze
Tbilisi · 3 months ago
არნახული კუბა
სავსე მკერდიანი ქალები,საოცნებო თვალებით ავსებული წამწამები,კუბური რიტმი,კუბური მუსიკა,ჭრელი ფერები და რაც მთავარია-კუბური თავისუფლება. წითელ კაბაში გამოწყობილი ლამაზმანი სცენის ცენტრში დაფარფატებდა. მეც შევცქეროდი მის მომხიბვლელ სვლებსა თუ მანერებს. ქუჩაში ძველმოდური მანქანები დაქროდნენ და სასიამოვნო კონტრასტს ქმნიდნენ ქალთან. მის გარეშემო მოცეკვავე მამაკაცები სიგარებს სთავაზობდნენ, პასეოს გლამურულ პარკზე ესაუბრებოდნენ და მის ოთახში შეტყუებას ცდილობდნენ,მაგრამ ქალბატონი ღიმილით არიდებდა თავს,სიგარას გამოართმევდა და აგრძელებდა ტანის საამურ რხევას. ფრიალა წითელი ნაჭერიც თითქოს მოგზაურობდა ვნებიანი ქალის სხეულზე–დაუკითხავად... მე... შემთხვევით მოვხვდი პლაზა ვიეჯაზე.გავლას ვაპირებდი,მაგრამ ამ ქალის სითამამემ თავდაპირველად დამაბნია და ერთბაშად აღმაფრთოვანა. ერთი ჩვეულებრივი ტურისტი,რომელიც გაოგნებული შეჰყურებდა ნამდვილ კუბელ აფროდიტას,ვიდექი და ვტკბებოდი მისი სილამაზით. სულ დამავიწყდა ყველაფრის ნახვა ორ დღეში,რომ უნდა მომესწრო. მე,ხომ მოგზაური ვიყავი. ფიქრებში წასულმა ვერ შევამჩნიე,თუ როგორ დაიძრა სხეულის ნაზი ნარნარით ულამაზესი ქალი. ხელი სიტყვის უთქმელად ჩამკიდა და პატარა ოთახისკენ წამიყვანა. რა აღარ ვიფიქრე,რა არ გავივლე გონებაში,მაგრამ მადლობა ღმერთს,იმედები გამიცრუვდა. ესპანურად მომაძახა რაღაც,რაც მე რა თქმა უნდა ვერ გვიგე. ხელში ულამაზესი კაბა მომაწოდა,მოქარგული,ორნამენტებიანი მარაო მესროლა,ეშმაკურად ჩაიცინა და მარტო დამტოვა–მოხატულ,პატარა ოთახში. ჩემთვის ჩავიბურტყუნე,ტანსაცმელს დავხედე და გავიაზრე,რომ უნდა ჩამეცვა. ფრთხილად ვეპყრობოდი ჩემთვის სულიერ ნაჭერს,რომელიც ყვითლად ყვიროდა და უფრო მეტად აჩქარებდა,ჩემს ისედაც აჩქარებულ გულს. მხრებს საერთოდ არ ეკარებოდა და არც ჩემი კისრის სიფაფუკე აინტერესებდა. გრძელი და გაშლილი იყო,როგორიც კუბელ აფროდიტას ეცვა,ესეც,ხის იატაკს ჩახუტებოდა და ნაზად ეფერებოდა. მარაო ავიღე და ფრთა შევასხი. მივხვდი თუ რამხელა სიმდიდრე მეჭირა ხელთ. შავი ნაქარგებითა და კუბური კულტურით ასახული,გვერდებში ვერცხლისფერი ორნამენტებით და წითლად ამოქარგული ,,კუბა“ ამშვენებდა მარაოს.თითქოს მისი გაშლით თავიდან შევიგრძენი ის სუნი რაც ამ ქვეყანას ასდიოდა,თავისუფლების და სილამაზის სუნი–საამო სუნი! კუბელი აფროდიტა ქარივით შემოფრინდა ოთახში, მანიშნა ფეხზე გამეხადა. მეც მის ნებას დავყევი და გავიფიქრე, რომ ახალი თავგადასავლის დრო იყო,ამიტომ მასთან ერთად გავხტი სცენაზე. კუბური მუსიკა სასიამოვნოდ ხვდეობა ყურებს,თითქოს ამ სამყაროსგან შორს წამიყვანა და ნამდვილი ცხვორების არსი დამაგემოვნებინა,როგორც გაირკვა ,,ბუენო ვისტას სოციალური კლუბის“ მელოდეიებს აჟღერებდნენ. საამური იყო,კუბური თვისუფლება,კუბელ აფროდიტასთან ერთად,რომელიც იმ ვნებიან მოძრაობებს მასწავლიდა,რასაც მე შევცქეროდი წამის წინ. არნახული იყო კუბა,მაგრამ იმაზე მეტად გავიცანი ის ვიდრე ამას სხვა გზებით მივაღწევდი და მოვახერხებდი. ჩემმა თვითმფრინავმა ორი დღის შემდეგ თავზე გადამიფრინა,მაგრამ ძვლივს შევამჩნიე. იმიტომ,რომ არნახულ კუბაში,კუბური თავისუფლებით ვტკბებოდი. მარიამ ჭიკაიძე ✨💛#მარიამჭიკაიძე #წერესახლში #დარჩისახლში #თბილისი
Nino Pertsuliani
Tbilisi · 10 months ago
ულამაზესი ძველი თბილისი❤🙈