შოკოლადის მაკარუნები

0

ინგრედიენტები:??

200 გრ. ნუშის ფქვილი 200 გრ. შაქრის პუდრა 30 გრ. კაკაო 70 გრ. კვერცხის ცილა ბეზესთვის 70 გრ. კვერცხის ცილა 200 გრ. შაქარი 60 მლ. წყალი

მომზადება

1) გავცრათ და გავაერთიანოთ ნუშის ფქვილი, შაქრის პუდრა, კაკაო და 70გრ. კვერცხის ცილა (გაცრა იმიტომ უნდა, რომ შეკრული კოშტები არ დარჩეს) 2) ცალკე ჩამში გავთქვიფოთ 70გრ. კვერცხის ცილა, რომ გამოვიდეს მკვრივი ბეზე, ჩავუმატოთ ნელთბილი სიროფი (200გრ. შაქარი+60მლ. წყალი) და ლიმონმჟავა ან ნახევარი ლიმონის წვენი. 3) ბოლოს ბეზე დავუმატოთ ნუშის, შაქრის პუდრის, კაკაოს და კვერცხის ცილის მასა და კარგად მოვურიოთ. 4) საკონდიტრო ტომრის დახმარებით პერგამენტის ან სილიკონის ხალიჩაზე დავსვათ ფორმები და გავაჩეროთ ჰაერზე დაახლოებით ერთი საათი, ზედაპირი უნდა მოუშრეს ისე, რომ თითის დადების შემდეგ თითზე არ მიგვეკროს მასა. 5) ვაცხობთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 1500 -ზე 13-14წთ. (ღუმელის სიმძლავრეზეა დამოკიდებული) შიგთავსისთვის ნებისმიერი რამის მოფიქრება შეიძლება ეს უკვე ფანტაზიებზეა დამოკიდებული
#მაკარუნა
#შოკოლადი
#მაკარუნები
#culinary
#food
#ახალიამბები
0