კუჭის წყლული, რის შედეგად ვითარდება იგი?

0
წყლული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქრონიკული დაავადებაა (თუ არ ჩავთვლით მწვავე ნაწლავურ ინფექციებს და ისეთი შხამით მოწამვლას, რომელსაც კუჭ-ნაწლავში წყლულის წარმოქმნა შეუძლია), რომელიც ლორწოვან გარსზე წყლულოვანი დეფექტების წარმოშობით გამოიხატება. კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება უმეტესად შედარებით აქტიურ, შემოქმედებით ასაკში ვითარდება და შრომისუნარიანობის დროებით ან მყარ დაქვეითებას იწვევს.

რა შეიძლება იყოს წყლულის განვითარების მიზეზი?

ბოლო დრომდე პეპტიურ წყლულს მულტიფაქტორულ დაავადებად მიიჩნევდნენ, რომელიც კუჭის ლორწოვანის დამცავი უნარის დაქვეითების ფონზე მჟავასა და პეპსინის ზემოქმედების შედეგად ვითარდებოდა. ითვლებოდა, რომ ერთხელ განვითარებული პეპტიური წყლული პაციენტს სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვებოდა და პერიოდულად მწვავდებოდა. სადღეისოდ ეს შეხედულება რამდენადმე შეიცვალა. თანამედროვე გასტროენტეროლოგია პეპტიური წყლულის განვითარებაში გადამწყვეტ მნიშვნელობას Helycobacter pylori-სა და მედიკამენტურ (უწინარეს ყოვლისა - ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებებით მკურნალობის) ფაქტორს ანიჭებს. ერთ-ერთი მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორია თამბაქოს წევის მავნე ჩვევა. თამბაქო პანკრეასზე მოქმედებს, რის შედეგადაც ბიკარბონატების სეკრეცია ანუ ზედმეტი მჟავას ნეიტრალიზაცია სრულფასოვნად ვეღარ ხორციელდება. რიგ შემთხვევაში პეპტიური წყლულის მიზეზად კუჭის წვენის გაძლიერებული სეკრეცია გვევლინება.
#news #opinion #health #forheth
#healthylifestyle
Tbilisi
0