1 votes
comments
shares
Save
ჯანმო - დექსამეტაზონის წარმოების გაფართოების ინიციატივით გამოდის
62 reads
Tbilisi Daily
Tbilisi · 1 month ago
სტატიის წასაკითხად დააჭირე გაგრძელებას
or
By continuing you agree to Feedc’s Terms of use and Privacy Policy

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ საჭიროა პრეპარატ დექსამეტაზონის წარმოების გაზრდა.

მისი თქმით, პრეპარატმა კოვიდინფიცირებული პაციენტების მკურნალობისას ეფექტურობა აჩვენა, რაც ზეიმის საფუძველს იძლევა.

„ბოლო პერიოდში ჩატარებული კვლევები აჩვნებს, რომ დექსამეტაზონს კორონავირუსით მძიმედ დაავადებული პაციენტების სიცოცხლის გადარჩენის პოტენციალი აქვს. ეს კი ზეიმის საფუძველს გვაძლევს. შემდეგი გამოწვევა ამ პრეპარატის წარმოების გაზრდა და შემდგომში მსოფლიოს მასშტაბით მისი თანაბარი განაწილებაა“, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ასევე აღნიშნა, რომ დექსამეტაზონი ძვირადღირებული პრეპარატი არ არის და მისი უამრავი მწარმოებელი არსებობს მსოფლიოს მასშტაბით.

მისივე განცხადებით, სახელმწიფოებმა უნდა გამოიჩინონ კეთილგონიერება და პრეპარატის მარაგი, უპირველეს ყოვლისა, იმ ქვეყნებმა უნდა მიიღონ, სადაც ინფიცირებულთა რაოდენობა განსაკუთრებულად მაღალია.

გებრეიესუსმა ასევე აღნიშნა, რომ მწარმოებლებმა პრეპარატის მაღალი ხარისხი გარანტირებულად უნდა უზრუნველყონ, რადგან არსებობს დაბალი ხარისხის ან სულაც, ფალსიფიცრებული პრეპარატის ბაზარზე მოხვედრის რისკი.

შეგახსენებთ, რომ ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევის ფარგლებში 2000 პაციენტს დექსამეტაზონით უმკურნალეს. შედეგად, მძიმე ავადმყოფებს შორის სიკვდილიანობა 35 პროცენტით შემცირდა.


Tbilisi Daily
Tbilisi · 1 month ago
1
Write a comment