ლიმონის კექსი

0

?? ყავასთან მიირთვა უგემრიელესი კექსი არის სიამოვნება, მითუმეტეს როცა კექსი არის არაჩვეულებრივი ლიმონის არომატით. ??

ინგრედიენტები ?

კვერცხი- 3 ც შაქარი- 150 გ კარაქი ან მარგარინი- 135 გ ფქვილი- 160 გ სახამებელი- 40 გ გამაფხვიებელი - 3 გ ვანილინი- 5 გ ლიმონის წვენი - 30 გ ლიმონის ცედრა- 1 ც (დიდი) მარილი (მწიკვი) აისინგი(მინანქარი): შაქრის პუდრა - 70 გ ლიმონის წვენი- 20 მლ

მომზადება?

ყველა პროდუქტი აუცილებლად უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის. კარაქი უნდა დარბულდეს. რბილი კარაქი და შაქარი ერთმანეთში კარგად აურიოთ მიქსერით(დაბალი სიჩქარით), სანამ არ გახდება ერთგვაროვანი მასა. შემდეგ იქვე ვამატებს ლიმონის წვენს, მწიკვ მარილს და 1 ლიმონის ცედრას. ისევ უნდა ავფქიფოდ კარგად. (ესეც ერთგვაროვანი მასა უნდა გამივიდეს). ვამატებთ ერთ-ერთ ცალს კვერცხს და ვფქეფთ, სანამ არ მივიღებთ პრიალა და ლამაზ მასას. ცალკე ღრმა თეფშში ავურიოთ ერთმანეთში: ფქვილი, სახამებელი, ვანილი და გამაფხვიებელი. ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა გავცეროთ წმინდა საცერით. ლიმონის მასას ვუმატებთ მშრალ ინგედიენტებს, და ისევ ვფქეფთ. ბოლოს ცედრას. ვთქეფთ სანამ არ მივიღებთ გლუვ ცომს. ‼️არ დაგავიწეთ, რომ ვიყენებთ დაბალ სიჩქარეს თქეფის დროს‼️ გამოსაცხობ ფორმას წაუსვათ კარაქი და მოვაყაროთ ფქვილი. გარედა მხრიდან კი ფორმას ფოლგა შეახვიეთ. (ეს გვჭირდება იმისათვის, რომ საცხობ ფორმაში წყალი არ შევიდეს, და არ დავაზიანოთ ჩვენი ცომი). საცხობ ფორმაში ჩავასხათ ცომი და გადავიტანოთ ღრმა ჟაროვნიაში. ღრმა ჟაროვნიაში ცასხამთ 1 ჩ/ჭ წყალს. ეს არის საჭირო იმისათვის, რომ უფრო ჰაეროვანი კექსი გამოვიდეს და არ შეგვეწვას კექსის კედლები. ☺️☺️? ვაცხობთ 180 გრადუსზე, მე 50 წუთი დამჭირდა. გამომცხვარი კექსი გავაციოდ, და მოვასხათ მინანქარი.
#ლიმონი
#ლიმონისკექსი
#კექსი
#გემრიელი
#culinary
#food
0