გომის მთა - პატარა სამოთხე პატარა გურიაში

0
მარშრუტი იწყება კურორტ გომისმთიდან და გადადის კურორტ ბახმაროში. კურორტი გომისმთა მდებარეობს ზღვის დონიდან 2100-2755 მეტრზე, ბახმარო 1950-2050 მეტრზე. მარშრუტის საწყისი წერტილი მდებარეობს ზღვის დონიდან 2000 მეტრზე, საბოლოო წერტილი 1950 მეტრზე. გასავლელი მანძილი 40 კმ. უმაღლესი წერტილი 2614 მეტრი (მწ. მგლის საწოლი). ასაწევი სიმაღლე ჯამში 1470 მეტრი, ხოლო დასაწევი სიმაღლე ჯამში 1485 მეტრი. მარშრუტის გასავლელად საჭიროა მაღალი გამავლობის ავტომობილი. მარშრუტის გავლა შესაძლებელია ფეხითაც, ამ შემთხვევაში მარშრუტი გამოდის 2 დღიანი. ეს არის ადგილის, რომლის ნახვის შემდგომ აუცილებლად მიხვდებით, თუ როგორია ბუნებრივი სიმშვიდე სილამაზე და ჰარმონია.შესაძლებელია გურიის მთებში კარგი გასახიზნი ადგილი იპოვოთ!
#goodplaces
#travel
0