რა არის გამოსახული ფოტოზე ?

0
მუხრანის სასახლე მე-19 საუკუნის 70-იან წლებში აშენდა. სასახლის მშენებლობა ეტაპობრივად მიმდინარეობდა და 12 წლის მანძილზე გაგრძელდა. სასახლეს გრანდიოზულობა და სიდიადე არ აკლდა, რასაც იმდროინდელი ქართული პრესაც აღნიშნავდა: „თბილისიდან 40 ვერსზედ, სოფელს მუხრანთან, ქვით და რკინით აშენებული დიდი სასახლე დგას. როდესაც ქსნის პატარა ხევს გასცდები, ის სასახლე მაშინვე გამოჩნდება 4-5 ვერსის მანძილზე: სრულიად ვერ წარმოიდგენ თავს, რომ საქართველოში ხარ, არამედ საფრანგეთის ან ინგლისის სოფელში, სადაც მდიდარ მემამულეთ აქვთ აგებული ამ გვარის სასახლეები, კოშკები ბანებით, კიბეებით, გადახლართულ ხიდებით ერთი ბანიდამ მეორეზედ, სამ საჟენიანი სარკმლებით და სხვ. ვისაც ამგვარი სასახლე არ უნახავს სამზღვრის გარეთ, ის მხოლოდ მაშინ წარმოიდგენს ამის სიდიადეს და სიმშვენიერეს, როდესაც ბავშვობაში მოგონილ ზღაპრებს მოიგონებს.“
0