რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს 1 საათი აქვთ, რომ შეცვალონ გადაწყვეტილება — მდინარაძე

ByOn.geGeorgia
0
უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ოპოზიციის წევრებს, ევროპული საქართველოდან და ნაციონალური მოძრაობიდან, მოუწოდებს, კიდევ აქვთ ერთი საათი, რათა დაფიქრდნენ და საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღონ. ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
"ეს იქნება კიდევ უფრო ფართო კონსესუსით, თუმცა ყველანი ვხედავთ, რომ ამის გარეშეც ცვლილებებს მათ გარდაც აქვთ მხარდაჭერა. დარწმუნებული ვარ იგივე რაოდენობის დეპუტატების მხარდაჭერით გავა, მას არანაირი პრობლემა არ შეექმნება, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ერთი საათის განმავლობაში ჩვენს რადიკალურ ოპოზიციას შეუძლია მოიფიქროს და შეუერთდეს იმ გადაწყვეტილების აღსრულებას, რომელზეც ყველა ვთანხდმდებით, რომ ეს არის ქართული საზოგადოების დაკვეთა და წინ გადადმული ნაბიჯი", —განაცხადა მდინარაძე.
#News
#Politics
ByOn.geGeorgia
0